1. განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა ხორციელდება შემდეგი მიზნებისთვის:
ა) განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განსახორციელებლად;
ბ) წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის, ჰიდროკვანძების, ელექტროსადგურების, მილსადენების მშენებლობისთვის/ფუნქციონირებისთვის (მათ შორის რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია, დემონტაჟი);
გ) ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ან/და ბუნებრივ რეზერვუარში გაზის საცავის მშენებლობისთვის/ფუნქციონირებისთვის;
დ) გზების, ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, ელექტრონული ქსელებისა და არხების მშენებლობისთვის/ფუნქციონირებისთვის (მათ შორის, რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია, დემონტაჟი) ან ამისთვის საჭირო საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების შესასრულებლად;
ე) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონსტრუქციისთვის (რეაბილიტაციისთვის), არქეოლოგიური სამუშაოების შესასრულებლად, არქეოლოგიური დაზვერვის განსახორციელებლად, არქეოლოგიური გათხრების წარმოებისთვის;
ვ) გადაუდებელი აუცილებლობის (სტიქიური უბედურება ან/და სხვა ფორსმაჟორული გარემოება, რომელსაც ახლავს ნებისმიერი ინფრასტრუქტურის ან მისი ცალკეული ელემენტების ფუნქციონირების შეზღუდვა ან წარმოიშვა მათი დაზიანების საფრთხე) შემთხვევაში, სხვადასხვა ობიექტებზე საავარიო-აღდგენითი სამუშაოების შესასრულებლად;
ზ) წიაღის შესასწავლად ან/და მოსაპოვებლად.
2. აკრძალულია ტყის მიწებზე ისეთი ობიექტების მშენებლობა, რეკონსტრუქცია და/ან ექსპლუატაცია, რომლებიც არ ემსახურებიან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ, განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის რომელიმე მიზანს.
3. დაცული ტერიტორიების ფარგლებში არსებული ტყის ტერიტორიაზე განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა ხორციელდება დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმითა და დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრულ შემთხვევებშ