1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება ტყის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე), ტყიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრებისა და განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში სპეციალური სარგებლობის ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი სახეობების მიხედვით საწყობდება სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მისი სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოსთვის გადაცემა ხდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება ტყის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) ჭრის, ამორიცხულ ფართობზე ჭრის ან განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში სპეციალური სარგებლობის ჭრის განხორციელების უფლების მქონე პირსა და სსიპ - აჭარის სატყეო სააგენტოს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით. აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ აღნიშნული მერქნული რესურსის სამასალე მერქნად (I-ხარისხი) და საშეშე მერქნად (II-ხარისხი) დახარისხება ხორციელდება ამ ხეტყის დასურათებისა და შესაბამისი აქტის შედგენის შემდგომ.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე არსებულ შიგა წყლების ნაპირებზე, რომელიც არ ხვდება ტყის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე, არსებული ძირნაყარი მერქნული რესურსის (თუ მისი დიამეტრი წვრილი თავის ბოლოდან შეადგენს არაუმეტეს 12 სანტიმეტრს) მოპოვება დასაშვებია მოსახლეობის მიერ უსასყიდლოდ, სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე. მითითებული ძირნაყარი მერქნული რესურსი (თუ მისი დიამეტრი წვრილი თავის ბოლოდან შეადგენს 12 სანტიმეტრზე მეტს) შესაძლებელია აითვისოს მოსახლეობამ, მერქნული რესურსის სპეციალური ფირნიშით მარკირებისა და წარმოშობის დოკუმენტის გაცემის შედეგად, სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს მომსახურების საფასურის გადახდით. იმ შემთხვევაში, თუ ჭარბი აკუმულირების ადგილებიდან მოსახლეობა საკუთარი ძალებით ვერ შეძლებს ძირნაყარი მერქნული რესურსის გამოზიდვას, ამასთან, მერქნული რესურსის ადგილზე დატოვება ქმნის ჩახერგილობას, სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტო უფლებამოსილია, სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილების საფუძველზე, თავად უზრუნველყოს მერქნული რესურსის გამოტანა. ასეთი მერქნული რესურსი სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ გაიცემა აუქციონის გარეშე. ასეთი წესით გაცემის აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტო უფლებამოსილია, მერქნული რესურსი გასცეს აუქციონის გზი