1. ტყის საზღვრებს გარეთ, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული ველური მცენარეების სახეობების ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღებით დაინტერესებული პირი ვალდებულია, გადაიხადოს საკომპენსაციო საფასური ამ წესის №6 დანართის №1 ცხრილის მიხედვით, მერქნული რესურსის შესაბამისი ჯგუფისთვის დადგენილი საფასურის ოთხმაგი ოდენობით. საკომპენსაციო საფასური ჩაირიცხება სამინისტროს სსიპ – ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე და ხმარდება მისი დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკომპენსაციო საფასურს „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული ველური მცენარეების სახეობების ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღებით დაინტერესებული პირი იხდის ჭრების განხორციელებამდე, ბუნებრივი გარემოდან ამოსაღები მცენარეების სახეობებისა და რაოდენობის მიხედვით.
3. მერქნიანი მცენარეების მოჭრისთვის დადგენილი საკომპენსაციო საფასურის გადახდის ვალდებულება ასევე ვრცელდება იმ შემთხვევაზე, თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მერქნიანი მცენარეების მოჭრით დაინტერესებული პირის ვალდებულება მერქნიანი მცენარეების მოჭრისთვის კომპენსაციის გადახდის თაობაზე გათვალისწინებულია საერთაშორისო შეთანხმებით, ან სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის არსებობისას. ასეთ შემთხვევაში, ტყის საზღვრებს გარეთ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, მერქნიანი მცენარეების მოჭრით დაინტერესებული პირი ვალდებულია, ერთჯერადად გადაიხადოს შესაბამისი საკომპენსაციო საფასური ამ წესის მე-6 დანართის №1 ცხრილის მიხედვით. აღნიშნული საკომპენსაციო საფასური ჩაირიცხება შესაბამისი ტყის მართვის ორგანოს ანგარიშზე და ხმარდება სატყეო-სამეურნეო ღონისძიებებ