საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფეროში საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა;

ბ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობის კოორდინაცია;

გ) ერთიანი სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის გატარება, ნორმატიულ-მეთოდოლოგიური დოკუმენტაციის შემუშავება და დამტკიცება, ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ორგანიზება და დაფინანსება;

დ) საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცება;

ე) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის, აღდგენისა და შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება;

ვ) საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა დადება და ამ ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფ