1. გამგეობის სხდომაზე საკითხები, როგორც წესი, განიხილება წინასწარ დამტკიცებული ნუსხის მიხედვით რაიონულ ღონისძიებათა გეგმების შესაბამისად.
2. გამგეობის წევრები, გამგეობის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფები და რაიონის ადგილობრივი სამსახურები თავიანთ წინადადებებს გამგეობის სხდომაზე განსახილველი საკითხების შესახებ წარუდგენენ აპარატის ხელმძღვანელს მომდევნო კვარტალის დაწყებამდე ორი კვირით ადრე და მიუთითებენ განხილვის ვადას.
3. აპარატი შემოსულ წინადადებათა საფუძველზე ადგენს გამგეობის სხდომებზე განსახილველ საკითხთა წლიური და კვარტალური ნუსხის პროექტებს, აზუსტებს საკითხის განხილვის ვადებს და წარუდგენს გამგებელს.
4. გამგეობის სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხის პროექტს ამტკიცებს გამგეობა გამგებლის წარდგინებით.
5. აპარატი აკონტროლებს გამგეობის სხდომებზე განსახილველ საკითხთა ნუსხის შესრულების მდგომარეობას და ყოველ თვის ბოლოს წარუდგენს გამგებელს შესაბამის ინფორმაციას