1. გამგებლისა და გამგეობის სამართლებრივი აქტებია:
ა) ნორმატიული აქტები: გამგეობის დადგენილება და გამგებლის ბრძანება;
ბ) ინდივიდუალური აქტები: გამგეობის დადგენილება და გამგებლის განკარგულება.
2. ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“, კანონით „ნორმატიული აქტების შესახებ“ და ამ დებულებით.
3. გამგებლის ბრძანება გამოიცემა გამგებლის მიერ გამგეობის წევრებთან კონსულტაციის შემდეგ, ხოლო განკარგულება – ერთპიროვნულად.
4. გამგეობის დადგენილება მიიღება გამგეობის სხდომაზე კენჭისყრის შედეგად. გამგეობის აქტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმა მისცა გამგეობის სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობამ.
5. გამგეობისა და გამგებლის ნორმატიული აქტები ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით მათი გამოქვეყნების შემდეგ
რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ
მუხლი 38. გამგებლისა და გამგეობის სამართლებრივი აქტები
თავი III — გამგებლისა და გამგეობის სამართლებრივი აქტების მომზადებისა და გაფორმების წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 30. რაიონულ ღონისძიებათა გეგმების დამტკიცება
- მუხლი 32. რაიონულ ღონისძიებათა გეგმების შესრულების კონტროლი
- მუხლი 34. გამგეობის სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხის მომზადება
- მუხლი 35. გამგეობის სხდომაზე განსახილველ საკითხთა მომზადება
- მუხლი 36. გამგეობის სხდომის მომზადებისა და გამართვის წესი
- მუხლი 37. გამგეობის სხდომები
- მუხლი 39. გამგებლისა და გამგეობის სამართლებრივი აქტების ინიციირება
- მუხლი 40. გამგებლისა და სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების ორგანიზაცია
- მუხლი 41. გამგებლისა და გამგეობის სამართლებრივი აქტების გაფორმება
- მუხლი 43. გამგებლისა და გამგეობის სამართლებრივი აქტების გამოცემა (მიღება)
- მუხლი 44. გამგებლისა და გამგეობის საგანმკარგულებლო დოკუმენტების ძალაში შესვლა
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 38. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/22588/muxli-38/