1. გამგებლისა და გამგეობის ნორმატიული აქტები ძალაში შედის დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე, თუ აქტში სხვა ვადა არ არის მითითებული.
2. გამგებლისა და გამგეობის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები ძალაში შედის ხელმოწერისთანავე, თუ დოკუმენტში სხვა ვადა არ არის მითითებული.
3. გამგეობის დადგენილებები და გამგებლის ბრძანებები სავალდებულოა შესასრულებლად დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მყოფი ყველა საწარმოსათვის, დაწესებულებისა და ორგანიზაციისთვის, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, აგრეთვე თანამდებობის პირებისა და მოქალაქეებისათვის.
4. გამგეობის ინდივიდუალური აქტები, გამგებლის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოცემული განკარგულებები სავალდებულოა შესასრულებლად ამ აქტებით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის