1. გამგეობის სხდომების და თათბირების ოქმებს სპეციალური ფორმის ბლანკებზე აფორმებს და ხელმოსაწერად ამზადებს აპარატი. ოქმებს ხელს აწერენ გამგებელი და აპარატის უფროსი.
2. აპარატი გამგეობის სხდომებზე უშენიშვნოდ მიღებულ გადაწყვეტილებებს აფორმებს იმავე ან მეორე დღეს.
3. გამგეობის სხდომის და თათბირის ოქმი ფორმდება და ინახება აპარატის შესაბამის განყოფილებაში, რომელიც აკონტროლებს საოქმო დავალებათა შესრულებას.
4. გამგეობის სხდომის ოქმში შეიტანება:
ა) სხდომის დღის წესრიგი;
ბ) სხდომაზე მოწვეულ პირთა ვინაობა და თანამდებობა;
გ) სხდომაზე წარდგენილი მოხსენებები (ოქმის დანართის სახით);
დ) კამათში გამომსვლელთა მოთხოვნით, განხილულ საკითხებზე მათი განსაკუთრებული აზრი;
ე) კენჭისყრაზე დასმული საკითხების დასახელება;
ვ) კენჭისყრათა შედეგები;
ზ) გამგეობის მიერ მიღებული დადგენილებები.
5. გამგეობის თათბირის ოქმში შეიტანება:
ა) თათბირის გამართვის დრო;
ბ) თათბირის მონაწილეთა შემადგენლობა;
გ) თათბირზე განხილულ საკითხთა ჩამონათვალი;
დ) დავალებების შინაარსი;
ე) დავალების შესრულებისათვის პასუხისმგებელი პირი.
6. გამგეობის სხდომებისა და თათბირების ოქმები ინომრება კალენდარული წლის მიხედვით. გამგეობის სხდომების ხელმოწერილი პირი ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატს, ხოლო ოქმის ორიგინალი ინახება აპარატში.
7. თათბირების ოქმები საჭიროებისამებრ ეგზავნებათ გამგეობის წევრებს და აპარატის ქვედანაყოფების უფროსებს. საჭიროებისამებრ მათ ეგზავნებათ აგრეთვე ამონაწერი გამგეობის სხდომის ოქმიდან, თუ იგი შეეხება მათ უშუალო საქმიანობას. საოქმო ჩანაწერები ეგზავნებათ აგრეთვე შემსრულებლებს სხდომის ოქმიდან ამონაწერის სახით. გამგეობის გადაწყვეტილებანი ეგზავნებათ იმ ადრესატებს, რომლებსაც განსაზღვრავენ გამგეობის შესაბამისი ქვედანაყოფები.
8. გამგეობის სხდომებისა და თათბირების ოქმებს დანიშნულებისამებრ აგზავნის აპარატის შესაბამისი განყოფილება
რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ
მუხლი 48. გამგეობის სხდომების და თათბირების ოქმების გაფორმება
თავი IV — თათბირების გამართვის ორგანიზაცია
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 48. მერიის სხდომების და თათბირების ოქმების გაფორმება
- მუხლი 18. ოპერატიული თათბირის ოქმი
- მუხლი 193. სასამართლოს თათბირი და კენჭისყრა კოლეგიური განხილვის დროს
- მუხლი 9. გამგეობის სხდომის ოქმი
- მუხლი 16. გამგეობის თათბირების მომზადება და გამართვა
- მუხლი 14. კომისიის სხდომისა და აპარატის თათბირის ოქმის გაფორმება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 40. გამგებლისა და სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების ორგანიზაცია
- მუხლი 41. გამგებლისა და გამგეობის სამართლებრივი აქტების გაფორმება
- მუხლი 43. გამგებლისა და გამგეობის სამართლებრივი აქტების გამოცემა (მიღება)
- მუხლი 44. გამგებლისა და გამგეობის საგანმკარგულებლო დოკუმენტების ძალაში შესვლა
- მუხლი 46. თათბირების მომზადება და გამართვა
- მუხლი 47. გამგეობის ხელმძღვანელ მუშაკთა თათბირი
- მუხლი 49. რაიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამისა და ბიუჯეტის პროექტების, პროგრამისა და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შედგენა და საკრებულოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა
- მუხლი 50. გამგეობის საქმისწარმოების ზოგადი წესი
- მუხლი 51. გამგეობაში შემოსული კორესპონდენციის მიღება, აღრიცხვა (რეგისტრაცია), განაწილება, დამუშავება და გადაგზავნა
- მუხლი 52. დავალებათა გაფორმება, დოკუმენტებისა და დავალებების შესრულების კონტროლი
- მუხლი 53. მოქალაქეთა წერილების განხილვა და მიღების ორგანიზაცია
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 48. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/22588/muxli-48/