1. თათბირის (ოპერატიული თათბირის) ოქმის შედგენას უზრუნველყოფს აპარატი.

2. თათბირის (ოპერატიული თათბირის) ოქმში შეიტანება:

ა) თათბირის (ოპერატიული თათბირის) ჩატარების (გამართვის) დრო და ადგილი;

ბ) თათბირის (ოპერატიული თათბირის) მონაწილეთა შემადგენლობა;

გ) თათბირზე განხილულ საკითხთა ჩამონათვალი;

დ) დავალების შინაარსი;

ე) დავალების შესრულებისათვის პასუხისმგებელი პირი/პირები.

3. თათბირის ოქმს ხელს აწერს გამგებელი. ოპერატიული თათბირის ოქმს ხელს აწერს ამ რეგლამენტის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული პირი.

4. ოპერატიული თათბირის ოქმის გაფორმება, დავალებათა კონკრეტულ შესრულებამდე დაყვანა აპარატის მიერ ხორციელდება თათბირის გამართვიდან არა უგვიანეს 2 დღისა.

5. თათბირის (ოპერატიული თათბირის) ოქმის ასლები ან ამონაწერი ოქმიდან აპარატის მიერ ეგზავნებათ დავალებათა შესრულებაზე პასუხისმგებელ პირებს, შესაბამის სტრუქტურულ და ტერიტორიულ ერთეულებს.

6. თათბირის ოქმი ფორმდება გამგეობის სხდომის ოქმების გაფორმებისათვის დადგენილი წესით.
თავი VI
გამგეობის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების, ოპერატიული თათბირის დავალებების შესრულებაზე კონტროლის ორგანიზაც