1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მონაწილეობს ხელშემკვრელ მხარეთა თათბირებში და მას ასეთ თათბირებში წარმოადგენს ერთი დელეგატი და მისი ის მოადგილეები, ექსპერტები და მრჩევლები, რომელთა მონაწილეობასაც იგი საჭიროდ ჩათვლის.
2. ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ კონსენსუსის საფუძველზე მოიწვიონ ნებისმიერი მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც კომპეტენტურია წინამდებარე კონვენციის მიერ რეგულირებად საკითხებში, მონაწილეობა მიიღოს როგორც დამკვირვებელმა, ნებისმიერი თათბირის ან მისი ცალკეული სხდომის მუშაობაში. დამკვირვებლებმა წინასწარ წერილობითი ფორმით უნდა მიიღონ 36-ე მუხლის დებულებებ