1. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (შემდგომში წოდებული ,,სააგენტოდ“) ასრულებს სათათბირო სამდივნოს ფუნქციებს ხელშემკვრელი მხარეებისათვის.

2. სამდივნო:

i) მოიწვევს, მოამზადებს და მოემსახურება ხელშემკვრელ მხარეთა თათბირებს, რაზედაც საუბარია 29-ე, 30-ე და 31-ე მუხლებში;

ii) ხელშემკვრელ მხარეებს უგზავნის ინფორმაციას, მიღებულს და მომზადებულს წინამდებარე კონვენციის დებულებათა მიხედვით.

3. ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ კონსენსუსის საფუძველზე სთხოვონ სააგენტოს სხვა მომსახურების გაწევის შესახებ ხელშემკვრელ მხარეთა თათბირების მხარდასაჭერად. სააგენტოს შეუძლია ასეთი მომსახურების გაწევა, თუ იგი შესაძლებელია მისი პროგრამისა და რეგულარული ბიუჯეტის ფარგლებში. თუ ეს შეუძლებელია, სააგენტოს შეუძლია ასეთი მომსახურების გაწევა ნებაყოფლობითი დაფინანსების უზრუნველყოფის პირობით სხვა წყაროდან.

თავი 7. დასკვნითი მუხლები და სხვა დებულებე