1. წინამდებარე კონვენცია ღიაა ხელმოსაწერად ყველა სახელმწიფოსათვის სააგენტოს ცენტრალურ დაწესებულებებში ვენაში, 1997 წლის 29 სექტემბრიდან მისი ძალაში შესვლის მომენტამდე.

2. წინამდებარე კონვენცია ექვემდებარება რატიფიკაციას, მიღებას ან მოწონებას მისი ხელმომწერი სახელმწიფოების მიერ.

3. ძალაში შესვლის შემდეგ წინამდებარე კონვენცია ღიაა შესაერთებლად ყველა სახელმწიფოსათვის.

4. i) წინამდებარე კონვენცია ღიაა ხელმოსაწერად, თუკი მას შეუერთდებიან ან დაადასტურებენ ინტეგრაციული ან სხვა ხასიათის რეგიონული ორგანიზაციები იმ პირობით, რომ ნებისმიერი ასეთი ორგანიზაცია შექმნილია სუვერენულ სახელმწიფოთა მიერ და ფლობს კომპეტენციას მოლაპარაკებათა წარმოების, საერთაშორისო ხელშეკრულებების დადებისა და გამოყენების მიმართ საკითხებზე, რომელთაც მოიცავს წინამდებარე კონვენცია;

ii) მათ კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ასეთი ორგანიზაციები საკუთარი სახელით ახორციელებენ უფლებებს და ასრულებენ მოვალეობებს, რომლებსაც წინამდებარე კონვენცია ანიჭებს მონაწილე სახელმწიფოებს;

iii) როდესაც ასეთი ორგანიზაცია ხდება წინამდებარე კონვენციის მონაწილე, იგი გადასცემს 43-ე მუხლში ხსენებულ დეპოზიტარს დეკლარაციას, სადაც მითითებულია, რომელი სახელმწიფოები წარმოადგენენ მის წევრებს, წინამდებარე კონვენციის რომელი მუხლები გამოიყენება მის მიმართ, როგორია მისი კომპეტენციის სფერო დარგებში, რომელთაც მოიცავს ეს მუხლები;

iv) ასეთი ორგანიზაცია არ ფლობს რაიმე ხმას მისი წევრი სახელმწიფოების ხმათა დამატებით.

5. დოკუმენტები რატიფიკაციის, მიღების, მოწონების, შეერთების ან დადასტურების შესახებ შესანახად ბარდება დეპოზიტარ