1.კონვენცია ღიაა სახელმწიფოებისა და რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციების რატიფიცირებისთვის, მიღებისათვის, მოწონებისათვის და მიერთებისათვის. ის ღია იქნება მიერთებისათვის იმ დღიდან, როცა კონვენცია დაიხურება ხელმოწერისათვის. რატიფიცირების, მიღების, მოწონების ან მიერთების დოკუმენტები გადაეცემა დეპოზიტარს.

2.ნებისმიერი რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციას, რომელიც გახდება კონვენციის მხარე მისი წევრ-ქვეყნის გარეშე, რომელიც არის კონვენციის მხარე იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ორგანიზაციის ერთი ან რამდენიმე წევრ-სახელმწიფო არის, აგრეთვე კონვენციის მხარე, ორგანიზაცია და მისი წევრ-სახელმწიფო თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში მიიღებენ გადაწყვეტილებებს კონვენციით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე. ასეთ შემთხვევებში ორგანიზაციის და წევრ-სახელმწიფოებს არ შეეძლებათ განახორციელონ კონვენციიდან გამომდინარე უფლებები.

3.რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციები თავისი რატიფიკაციის, მიღების, მოწონების ან მიერთების დოკუმენტებში განაცხადებენ თავის კომპეტენციაზე იმ საკითხებში, რომელიც აწესრიგებს კონვენციას. ისინი, აგრეთვე დეპოზიტარს მიაწოდებენ ზუსტ ინფორმაციას, რომელიც თავის მხრივ ინფორმაციას მიაწოდებს მხარეებს ნებისმიერ არსებულ ცვლილებებზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

4.თავის დოკუმენტებში რატიფიკაციაზე, მიღებაზე, მოწონებაზე ან მიერთებაზე ნებისმიერ მხარეს შეუძლია განაცხადოს ის, რომ მასთან დამოკიდებულებაში ნებისმიერი დამატებითი დანართი რეგიონალურ დონეზე განხორციელებაზე ან ნებისმიერი შესწორება განხორციელებაზე ნებისმიერი დანართისათვის რეგიონალურ დონეზე, ძალაში შევა მხოლოდ რატიფიკაციაზე, მიღებაზე, მოწონებაზე ან მიერთებაზე თავისი დოკუმენტის დეპოზიტარისათვის გადაცემის შემდე