1.ნებისმიერ მხარეს შეუძლია შეიტანოს შესწორებები კონვენციაში.

2.კონვენციის შესწორებები მიღებული იქნება მხარეთა კონფერენციის რიგით სესიაზე. შეთავაზებული შესწორების ტექსტს მუდმივი სამდივნო მხარეებს გაუგზავნის სულ მცირე ექვსი თვით ადრე იმ შეხვედრამდე, რომელზედაც იგი შეთავაზებული იქნება მისაღებად. მუდმივი სამდივნო შეთავაზებულ შესწორებებს, აგრეთვე გაუგზავნის კონვენციის ხელმომწერ მხარეებს.

3.მხარეები ყველანაირად შეეცდებიან კონსენსუსის მეშვეობით მიაღწიონ შეთანხმებას კონვენციაში ნებისმიერ შეთავაზებულ შესწორებაზე. თუ კონსენსუსის მისაღებად ყველა შესაძლებლობა გამორიცხულია და არანაირი შეთანხმება არ არის მიღწეული, მაშინ, როგორც უკანასკნელი საშუალება, შესწორება მიღებული იქნება დამსწრე მხარეების და კენჭისყრაში მონაწილეობის ხმების ორი მესამედით. მიღებულ შესწორებას მუდმივი სამდივნო გაუგზავნის დეპოზიტარს, რომელიც რატიფიცირებისთვის, მიღებისათვის, მოწონებისთვის ან მიერთებისათვის გაავრცელებს კონვენციის ყველა მხარეზე.

4.შესწორებების რატიფიკაციის, მიღების, მოწონების ან მიერთების დოკუმენტები შესანახად გადაეცემა დეპოზიტარს. მე-3 პარაგრაფის თანახმად მიღებული შესწორება იმ მხარეებისათვის, რომელთაც იგი მოიწონეს, ძალაში შევა ოთხმოცდამეათე დღეს დეპოზიტარის მიერ შესწორების მიღების დროს კონვენციის მხარეების სულ მცირე ორი მესამედისაგან რატიფიკაციის, მიღების, მოწონების ან მიერთების დოკუმენტის მიღების დღიდან.

5.შესწორება ძალაში შევა ნებისმიერი სხვა მხარისათვის ოთხმოცდამეათე დღეს იმ დღიდან, როცა მხარე მითითებული შესწორების რატიფიკაციის, მიღების ან მოწონების დოკუმენტს შესანახად გადასცემს დეპოზიტარს.

6.ამ მუხლის და 31-ე მუხლის მიზნებისათვის ,,კენჭისყრაზე დამსწრე და მონაწილე მხარეები” ნიშნავენ მხარეებს, რომლებიც ესწრებიან და აძლევენ დადებით ან უარყოფით ხმა