1.მხარეები საკუთარი არჩევანისამებრ მოლაპარაკებებით ან სხვა მშვიდობიანი გზებით დაარეგულირებენ ნებისმიერ უთანხმოებას ურთიერთშორის, რომელიც ეხება კონვენციის განმარტებებს ან გამოყენებას.

2.კონვენციის რატიფიკაციის, მიღების ან მოწონების შემდეგ მხარეს, რომელიც არ არის რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაცია, ნებისმიერ დროს შეუძლია წერილობითი განცხადებით მიმართოს დეპოზიტარს, რომ ნებისმიერი უთანხმოებისას, რომელიც ეხება კონვენციის განმარტებებს ან გამოყენებას, იგი ცნობს სავალდებულოდ კამათის რეგულირების შემდეგი საშუალებებიდან ერთ-ერთს ან ორივეს ნებისმიერ მხარესთან მიმართებაში, რომელმაც იგივე ვალდებულებები იკისრა:

a)საარბიტრაჟო განხილვა იმ პროცედურების თანახმად, რომელიც მიღებულია მხარეების კონფერენციის მიერ დანართში შესაძლებლობისამებრ მოკლე ვადაში;

b)კამათის გადაცემა საერთაშორისო სასამართლოში.

3.მხარეს, რომელიც არის რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაციული ორგანიზაცია, შეუძლია გააკეთოს ანალოგიური ხასიათის განაცხადი, რომელიც შეეხება საარბიტრაჟო განხილვას 2(ა) პარაგრაფში მითითებული პროცედურის თანახმად.

4.მე-2 პარაგრაფის თანახმად შედგენილი განცხადება ძალაში დარჩება ვადის გასვლამდე მისი პირობების თანახმად, ან სამი თვის გასვლამდე მას შემდეგ, რაც წერილობითი შეტყობინება მის ანულირებაზე გადაეცემა დეპოზიტარს.

5.განცხადების მოქმედება, ანულირებაზე შეტყობინება ან ახალი განცხადების ვადის გასვლა არავითარ შემთხვევაში არ შეეხება ისეთი საქმეებს, რომლებიც წარდგენილია საერთაშორისო ან საარბიტრაჟო სასამართლოს განხილვაზე, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.

6.თუ მხარეებს არა აქვთ მიღებულ ანალოგიური ან სხვა პროცედურა მე-2 პარაგრაფის თანახმად, და თუ მათ ვერ შეძლეს სადავო საკითხების რეგულირება თორმეტი თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც ერთი მხარე შეატყობინებს მეორე მხარეს, რომ მათ შორის, არსებობს უთანხმოება, მაშინ ეს უთანბმოება ნებისმიერი მხარის თხოვნით წარდგენილი იქნება მორიგებაზე პრაქტიკული შესაძლებლობის მიხედვით და დანართი მხარეების კონფერენციის მიერ მიღებული პროცედურების თანახმა