1.მხარეების კონფერენცია მხარს დაუჭერს ფინანსური მექანიზმების უზრუნველყოფას და წაახალისებს ისეთ მექანიზმებს, რომლებიც მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ფინანსური რესურსებით აფრიკის რეგიონს, კონვენციის განხორციელების მიზნით. ამისათვის მხარეების კონფერენცია განიხილავს ისეთი მიდგომების და პოლიტიკის მიღებას, როგორიცაა:
a)კონვენციის პირობების შესრულების თანახმად, მოქმედებისათვის აუცილებელი დაფინანსების უზრუნველყოფა ეროვნულ, სუბრეგიონულ, რეგიონალურ და გლობალურ დონეზე;
b)დაფინანსების მრავალი წყაროებიდან გათვალისწინებული მექანიზმების და შეთანხმებების მიდგომების წახალისება, და მათი შეფასება მე-20 მუხლის თანახმად;
c)რეგულარულ საფუძველზე დაინტერესებული მხარეებისა და შესაბამისი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების უზრუნველყოფა არსებულ ფინანსურ საშუალებებზე და დაფინანსების პირობებზე ინფორმაციით, იმ მიზნით, რომ წაახალისონ კოორდინაცია მათ შორის;
d)სათანადო მექანიზმების შექმნაში მხარდაჭერა, როგორიცაა ეროვნული ფონდები გაუდაბნოებასთან ბრძოლისათვის, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა, რომ ოპერატიულად და ეფექტურად მიმართონ ფინანსური რესურსები დაზარალებულ განვითარებად ქვეყნებში ადგილობრივ დონეზე;
e)არსებული ფონდების და ფინანსური მექანიზმების გაძლიერება სუბრეგიონულ და რეგიონალურ დონეზე, განსაკუთრებით აფრიკაში, კონვენციის განხორციელების უფრო ეფექტური მხარდაჭერისათვის.
2.მხარეების კონფერენცია, აგრეთვე წაახალისებს გაეროს სისტემების სხვადასხვა მექანიზმების და მრავალმხრივი საფინანსო დაწესებულებების მეშვეობით იმ მოქმედებებისათვის, რომლებიც უზრუნველყოფენ განვითარებადი ქვეყნების მხარეებს ეროვნულ, სუბრეგიონულ და რეგიონალურ დონეზე, რომ შეასრულონ კონვენციით დაკისრებული ვალდებულებები.
3.დაზარალებული განვითარებადი ქვეყნების მხარეები გამოიყენებენ, და სადაც აუცილებელია, შექმნიან და/ან გააძლიერებენ ეროვნულ საკოორდინაციო მექანიზმებს ინტეგრირებული ეროვნული განვითარების და ეროვნული განვითარების პროგრამებში, რაც უზრუნველყოფს ყველა არსებული ფინანსური რესურსების გამოყენებას. ისინი, აგრეთვე გამოიყენებენ არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი გუფების და კერძო სექტორების მონაწილეობის პროცესს ფინანსების მოკრებაში, პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში და ეროვნულ დონეზე ფინანსურ საშუალებებთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში. ეს მოქმედებები შეიძლება გაძლიერებულ იქნეს უფრო ეფექტური კოორდინაციით და მოქნილი დაპროგრამებით იმ მხარეებისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ დახმარებას.
4.იმისათვის, რომ გაზარდონ არსებული ფინანსური მექანიზმის ეფექტურობა და უკუგება, იქმნება გლობალური მექანიზმი, რამაც ხელი უნდა შეუწყოს იმ ღონისძიებებს, რომელიც მიმართულია არსებული ფინანსური მექანიზმების მობილიზაციისა და მიმართვისაკენ, მათ შორის, ტექნოლოგიის გადაცემა უსასყიდლოდ, გარანტიების საფუძველზე და/ან შეღავათიან ან სხვა პირობებზე, დაზარალებული განვითარებადი ქვეყნების მხარეებისაკენ. ეს გლობალური მექანიზმი ფუნქციონირებს მხარეების კონფერენციის ხელმძღვანელობით და მართვით და ანგარიშს ჩააბარებს მას.
5.მხარეების კონფერენცია რიგით პირველ სესიაზე განსაზღვრავს ორგანიზაციას, რომელიც შეეხება გლობალურ მექანიზმს. მხარეების კონფერენცია და მისი განმსაზღვრელი ორგანიზაცია შეათანხმებს ამ გლობალური მექანიზმის ფუნქციონირების პირობებს, ისეთი მექანიზმების უზრუნველსაყოფად, რომ მან, კერძოდ:
a)განსაზღვროს და განახორციელოს სათანადო თანამშრომლობის ორმხრივი და მრავალმხრივი პროგრამები, რომლებიც შეესაბამება კონვენციის განხორციელებას;
b)მოთხოვნილებისამებრ უზრუნველყოს მხარეები კონსულტაციებით, დაფინანსების მექანიზმების და ფინანსური დახმარების წყაროების განახლებაზე და თანამშრომლობაზე მოქმედების კოორდინაციის გაუმჯობესებაზე ეროვნულ დონეზე;
c)უზრუნველყოს დაინტერესებული მხარეები და შესაბამისი სამთავრობათაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები დაფინანსების წყაროების ხელმისაწვდომობაზე და დაფინანსების საშუალებებზე, რომ ხელი შეუწყონ მათ შორის, კოორდინაციას;
d)მოახსენოს კონფერენციას ჩატარებულ სამუშაოებზე, დაწყებული მისი რიგით მეორე სესიიდან.
6.მხარეების კონფერენცია თავის პირველ სესიაზე ჩაატარებს სათანადო ღონისძიებებს იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც განსაზღვრავენ გლობალურ მექანიზმს ასეთი მექანიზმების ადმინისტრაციული უზრუნველყოფისათვის, გამომდინარე არსებული საბიუჯეტო და ადამიანის რესურსებიდან.
7.მხარეების კონფერენცია რიგით მესამე სესიაზე მე-7 მუხლის პირობების გათვალისწინებით განიხილავს გლობალური მექანიზმის პოლიტიკას, ოპერატიულ პირობებს და ქმედებებს, რაზეც პასუხისმგებელია მე-4 პარაგრაფის თანახმად, ამ რეცენზირების საფუძველზე ის განიხილავს და მიიღებს შესაბამის ზომებს.
ნაწილი IV. დაწესებულებე