მოქმედებათა პროგრამაში ჩასართავი ელემენტები აირჩევა და კორექტირება გაუკეთდება დაზარალებული ქვეყნების – კონვენციის მხარეების ან რეგიონების სოციო-ეკონომიკური, გეოგრაფიული და კლიმატოლოგიური ფაქტორების, აგრეთვე მათი განვითარების დონის გათვალისწინებით. მოქმედებათა პროგრამების მომზადებისათვის სახელმძღვანელო პრინციპები და მათი ზუსტი მიმართულება და შინაარსი ცალკეული სუბრეგიონებისა და რეგიონებისათვის გადმოცემულია რეგიონალურ დონეზე განხორციელების დანართებში.
II განყოფილება. ტექნიკური და სამეცნიერო თანამშრომლო