1.მოქმედებათა ეროვნული პროგრამების მიზანია განსაზღვრონ გაუდაბნოების გამომწვევი ფაქტორები და გაუდაბნოებასთან ბრძოლისა და გვალვის შედეგების შემცირებისათვის აუცილებელი პრაქტიკული საშუალებები.

2.მოქმედებათა ეროვნულ პროგრამებში აღნიშნულია მთავრობის, ადგილობრივი საზოგადოების და მიწათსარგებლობის შესაბამისი როლი და განისაზღვრება არსებული და საჭირო რესურსები. კერძოდ, ისინი:

a)აერთიანებენ გაუდაბნოებასთან ბრძოლის და გვალვის შედეგების შემცირების გრძელვადიან სტრატეგიებს, ხაზს უსვამენ განხორციელებას და უკავშირდებიან ეროვნულ პოლიტიკას მდგრადი განვითარების დარგში;

b)ცვალებადი მდგომარეობის გათვალისწინებით იძლევიან შესწორებათა შეტანის საშუალებებს და არიან საკმაოდ მოქნილი ადგილობრივ დონეზე, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ სხვადასხვა სოციო-ეკონომიკურ, ბიოლოგიურ და გეოფიზიკურ პირობებს;

c)განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ პროფილაქტიკური ზომების განხორციელებას იმ მიწებთან დაკავშირებით, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან ან მცირედ არიან დეგრადირებული;

d)აძლიერებენ კლიმატოლოგიური, მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური კვლევების ეროვნულ ბაზას, აგრეთვე აფართოებენ შესაძლებლობებს გვალვაზე დროული შეტყობინების სისტემის შექმნისათვის;

e)მხარს უჭერენ პოლიტიკის გატარებას და ინსტიტუციონალურ მექანიზმების გაძლიერებას, რომელიც მიმართულია პარტნიორობის, თანამშრომლობის და კოორდინაციის განვითარებაზე დონორებს, მთავრობებს (ყველა დონეზე) და ადგილობრივ მოსახლეობას შორის და იღებენ ზომებს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას გაუადვილდეს სათანადო ინფორმაციის და ტექნოლოგიის მიღება;

f)ითვალისწინებენ არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი მოსახლეობის, ქალების და კაცების როლს, ეროვნულ და რეგიონალურ დონეებზე, განსაკუთრებით რესურსების მომხმარებლებისა, რომლებიც აერთიანებენ მიწათმფლობელებს და მესაქონლეებს და მათ წარმომადგენლობით ორგანიზაციებს პოლიტიკის დაგეგმვაში, გადაწყვეტილების მიღებაში და ეროვნული მოქმედების პროგრამების განხორციელებაში და ანალიზში;

g) მოითხოვენ მათი განხორციელების რეგულარულ განხილვას და რეგულარულ მოხსენებებს.

3. ეროვნული მოქმედების პროგრამები შეიძლება ნაწილობრივ აერთიანებდეს გაუდაბნოების შედეგების შემცირების მიზნით ზოგიერთ ან ყველა შემდგომ ზომებს:

a) დროული შეტყობინების შესაბამისი სისტემების შექმნა და/ან გაძლიერება, რომელიც აერთიანებს ადგილობრივ და ეროვნულ საშუალებებს, აგრეთვე ერთობლივ სისტემებს სუბრეგიონული და რეგიონალურ დონეებზე და იმ მექანიზმებს, რომლებიც ეხმარებიან ეკოლოგიური მოსაზრებებით ადგილგადანაცვლებულ პირებს;

b)გვალვის საშიშროების წინააღმდეგ ჩასატარებელი ღონისძიებების მომზადების პოტენციალის გაძლიერება და მისი შედეგების ლიკვიდაცია, რომელიც მოიცავს ადგილობრივ, ეროვნულ, სუბრეგიონულ და რეგიონალურ დონეებზე გვალვასთან ბრძოლის უკიდურეს გეგმებს როგორც სეზონური, აგრეთვე წლიური კლიმატური პროგნოზების გათვალისწინებით;

c)მდგომარეობის მიხედვით საკვები პროდუქტების უსაფრთხოების სისტემის შექმნა, მ.შ. მათთვის მარკეტინგული საშუალებებისა, განსაკუთრებით სოფლად;

d)ალტერნატიული სასიცოცხლო პროექტების შექმნა, რომელთაც შეიძლება უზრუნველყონ შემოსავალი გვალვით დაზარალებულ რაიონებში;

e)მდგრადი ირიგაციული პროგრამების შემუშავება როგორც მიწათმოქმედებისათვის, ასევე მესაქონლეობისათვის.

4.თითოეული დაზარალებული ქვეყნისათვის – კონვენციის მხარისათვის კონკრეტული პირობების და მოთხოვნების გათვალისწინებით მოქმედებათა ეროვნული პროგრამა მოიცავს ზოგიერთ ან ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ პრიორიტეტულ სფეროს, რამდენადაც ისინი დაკავშირებული არიან დაზარალებულ რაიონებში გაუდაბნოებასთან ბრძოლასთან და გვალვის შედეგების შემცირებასთან და შეესაბამებიან მათი მოსახლეობის ინტერესებს: სიღარიბის აღმოფხვრის და კვების პროდუქტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროგრამების გაძლიერების მიზნით ალტერნატიული საარსებო წყაროების წახალისება და ეროვნული ეკონომიკური სიტუაციის გაუმდობესება; დემოგრაფიული განვითარების დინამიკა; ბუნებრივი რესურსების მდგრადი მენეჯმენტი; მდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა; სხვადასხვა ენერგეტიკული წყაროების განვითარება და ეფექტური გამოყენება; ინსტიტუციონალური და საკანონმდებლო ჩარჩოები; შეფასებისა და სისტემატიური დაკვირვების შესაძლებლობების გაძლიერება, რომელიც მოიცავს ჰიდროლოგიურ და მეტეოროლოგიურ მომსახურებას, აგრეთვე პოტენციალის გაზრდა, განათლება და საზოგადოების ინფორმირებ