1.მხარეები წაახალისებენ მოქმედებების კოორდინაციას, რომელიც სრულდება ამ კონვენციით, აგრეთვე თუ ისინი არიან სხვა შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებების მხარეები, კერძოდ, კლიმატის ცვლილებაზე გაეროს ჩარჩო-კონვენციისა და ბიომრავალფეროვნების კონვენციისა, იმ მიზნით, რომ მიიღონ მოქმედებიდან მაქსიმალური სარგებელი თითოეული შეთანხმებიდან დუბლირების თავიდან აცილების გზით. მხარეები წაახალისებენ ერთობლივი პროგრამების გატარებას, განსაკუთრებით სამეცნიერო კვლევების, კადრების მომზადების, სისტემატური დაკვირვების და ინფორმაციის შეგროვების და გაცვლის სფეროში იმდენად, რომ ასეთმა მოქმედებებმა ხელი შეუწყონ შესაბამისი შეთანხმების მიზნების მიღწევას.

2.ამ კონვენციის პირობები არ დააზარალებს ნებისმიერი მხარის უფლებებს და ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობენ ორმხრივი, რეგიონალური ან საერთაშორისო შეთანხმებებიდან, რომელთაც ისინი მიუერთდნენ კონვენციის ძალაში შესვლამდე.

ნაწილი III

მოქმედებათა პროგრამები, სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობა და დამხმარე საშუალებები

I განყოფილება. მოქმედებათა პროგრამე