ამ კონვენციის მიზნის მისაღწევად და მისი პირობების განსახორციელებლად, კონვენციის მხარეები კერძოდ, ხელმძღვანელობენ შემდეგი პრინციპებით:

1. მხარეები უზრუნველყოფენ, იმას, რომ გადაწყვეტილებები გაუდაბნოებასთან ბრძოლაზე და გვალვის შედეგების შემცირებაზე, გაუდაბნოებასთან ბრძოლის და გვალვის შედეგების შემცირების პროგრამების შემუშავებაზე და განხორციელებაზე მიიღებოდეს მოსახლეობის და ადგილობრივი საზოგადოების მონაწილეობით და რომ შეიქმნას უკეთესი სასურველი პირობები, რომელიც ხელს შეუწყობს მოქმედებას ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე;

2. მხარეები, საერთაშორისო სოლიდარობის და პარტნიორობის სულისკვეთებით გააუმჯობესებენ თანამშრომლობას და კოორდინაციას სუბრეგიონულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე და უფრო ეფექტურად მოუყრიან თავს ფინანსურ, ადამიანურ, ორგანიზაციულ და ტექნიკურ რესურსებს იქ, სადაც საჭიროა;

3. მხარეები პარტნიორობის თვალსაზრისით განავითარებენ თანამშრომლობას ყველა დონეზე – სამთავრობო, საზოგადოებრივ, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მიწათმფლობელებს შორის, რათა მიღწეულ იქნეს მიწის სიმდიდრის და დეფიციტური წყლის რესურსების რაობის უკეთესი გაგება დაზარალებულ რაიონებში, და იმუშავებენ მათი მდგრადი გამოყენებისათვის;

4. მხარეები სრულად გაითვალისწინებენ დაზარალებული განვითარებული ქვეყნების, კერძოდ, ნაკლებად განვითარებული ქვეყნების – კონვენციის მხარეების განსაკუთრებულ მოთხოვნებს და მდგომარეობას.

ნაწილი II

ზოგადი პირობე