1.მხარეები შეასრულებენ ამ კონვენციით დაკისრებულ ვალდებულებებს ინდივიდუალურად ან ერთობლივად, ან არსებული ან მომავალი ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების ჩარჩოებში, ან, მდგომარეობის შესაბამისად, ასეთი შეთანხმებების კომბინაციას, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კოორდინაციული ძალისხმევის აუცილებლობას და შეთანხმებული გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებას ყველა დონეზე.
2.ამ კონვენციის მიზნის მისაღწევად მხარეები:
a) შეიმუშავებენ ერთობლივ მიდგომას გაუდაბნოებისა და გვალვის ფიზიკურ, ბიოლოგიურ და სოციალურ-ეკონომიკური ასპექტებთან მიმართებაში;
b) საერთაშორისო და რეგიონალური ორგანოები ჩარჩოებთან შესაბამისობაში სათანადო ყურადღებას დაუთმობენ დაზარალებული განვითარებადი ქვეყნების მხარეების მდგომარეობას საერთაშორისო ვაჭრობის, მარკეტინგის შეთანხმებების და სესხის აღების ასპექტებში სასურველი საერთაშორისო ეკონომიკური მდგომარეობის მისაღწევად, რაც ხელს უწყობს მდგრად განვითარებას;
c) აერთიანებენ სტრატეგიებს, რომლებიც მიმართულია სიღარიბის აღმოფხვრისაკენ გაუდაბნოებასთან ბრძოლის და გვალვის შედეგების შემცირების გზით;
d) მხარს უჭერენ დაზარალებული ქვეყნების მხარეებს შორის თანამშრომლობას გარემოს დაცვის და მიწის და წყლის რესურსების დაცვის სფეროში, რამდენადაც ისინი დაკავშირებული არიან გაუდაბნოებასთან და გვალვასთან;
e) აძლიერებენ სუბრეგიონულ, რეგიონალურ და საერთაშორისო თანამშრომლობას;
f) თანამშრომლობენ შესაბამის სამთავრობო ორგანიზაციებთან;
g) სათანადოდ განსაზღვრავენ ინსტიტუციონალურ მექანიზმებს, დუბლირების თავიდან აცილების მიზნით;
h) მხარს უჭერენ არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ფინანსური მექანიზმების და შეთანხმებების გამოყენებას, რომლებიც მობილიზაციას უკეთებენ და მიმართავენ არსებულ ფინანსურ რესურსებს დაზარალებული განვითარებადი ქვეყნებისაკენ – კონვენციის მხარეებისაკენ გაუდაბნოებასთან ბრძოლაში და გვალვის შედეგების შემცირებაში.
3. დაზარალებული განვითარებადი ქვეყნები – კონვენციის მხარეები შეიძლება არჩეულნი იქნენ კონვენციის განსახორციელებლად ხელშეწყობის მიღებისათვი