მათ საერთო ვალდებულებებთან დამატებით, მე-4 მუხლის თანახმად განვითარებული ქვეყნების მხარეები ვალდებული არიან:

1.შეთანხმებისამებრ ინდივიდუალურად ან ერთობლივად აქტიურად დაეხმარონ დაზარალებულ ქვეყნებს – კონვენციის მხარეებს, განსაკუთრებით აფრიკაში, და ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს გაუდაბნოებასთან ბრძოლისა და გვალვის შედეგების შემცირებისათვის გაწეულ მცდელობებში;

2.უზრუნველყონ არსებული ფინანსური რესურსების და დახმარების სხვა ფორმების მიწოდება დაზარალებული განვითარებადი ქვეყნებისათვის – კონვენციის მხარეებისათვის, განსაკუთრებით აფრიკაში, რომ მათ ეფექტურად განავითარონ და განახორციელონ თავიანთი გრძელვადიანი გეგმები და სტრატეგიები გაუდაბნოებასთან ბრძოლაში და გვალვის შედეგების შემცირებაში;

3.ხელი შეუწყონ ახალი დამატებითი ფონდების მობილიზებას მე-20 მუხლის 2(ბ) პარაგრაფის თანახმად;

4.წაახალისონ ფინანსური წყაროების მობილიზება კერძო სექტორებიდან და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან;

5.ხელი შეუწყონ და დაეხმარონ დაზარალებული ქვეყნებს – კონვენციის მხარეებს, განსაკუთრებით დაზარალებულ განვითარებად ქვეყნებს – კონვენციის მხარეებს შესაბამისი ტექნოლოგიის, ცოდნის და ნოუ-ჰაუს მიღებაშ