მე-4 მუხლის ვალდებულებებთან დამატებით დაზარალებული ქვეყნები – კონვენციის მხარეები თავის თავზე იღებენ:

1. პრიორიტეტული ყურადღება დაუთმონ გაუდაბნოებასთან ბრძოლის და გვალვის შედეგების შემცირების საკითხებს და გამოყონ ადეკვატური რესურსები საკუთარი მდგომარეობისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.

2. შეიმუშაონ სტრატეგიები და დაადგინონ პრიორიტეტები მდგრადი განვითარების გეგმებისა და/ან პოლიტიკის ჩარჩოში, გაუდაბნოებასთან ბრძოლისა და გვალვის შედეგების შემცირებისათვის.

3. განიხილონ გაუდაბნოების მიზეზების თავიდან აცილების საშუალებები და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ სოციო-ეკონომიკურ ფაქტორებზე, რომელთაც წვლილი აქვთ გაუდაბნოების პროცესებში.

4. მხარი დაუჭირონ ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით ქალების და ახალგაზრდობის, ცოდნის დონის ამაღლებას და არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით ხელი შეუწყონ მათ მონაწილეობას გაუდაბნოებასთან ბრძოლისა და გვალვის შედეგების შემცირების მცდელობაში.

5. შექმნან სასურველი გარემო შესაბამისი არსებული კანონების გაძლიერების გზით, ხოლო სადაც ისინი არ არსებობენ, ახალი კანონების შემოღების, გრძელვადიანი პოლიტიკის და მოქმედების პროგრამის ფორმირების მეშვეობი