ამ კონვენციის მიზნებისათვის:
1. ,,გაუდაბნოება” ნიშნავს მიწის დეგრადაციას არიდულ, ნახევრად არიდულ და მშრალ სუბნოტიო რაიონებში, გამოწვეულს სხვადასხვა ფაქტორით, მათ შორის, კლიმატური ცვლილებებით და ადამიანის საქმიანობით;
2. ,,გაუდაბნოებასთან ბრძოლა” მოიცავს მოქმედებებს, რომლებიც არის მიწის რესურსების კომპლექსური განვითარების ნაწილი არიდულ, ნახევრად არიდულ და მშრალ სუბნოტიო რაიონებში მდგრადი განვითარებისათვის, რაც გულისხმობს:
a)მიწის დეგრადაციის თავიდან აცილებას და/ან შემცირებას;
b)ნაწილობრივ დეგრადირებული მიწის რეაბილიტაციას;
c)გაუდაბნოებული მიწების მელიორაციას.
3. „გვალვა” ნიშნავს ბუნებრივ მოვლენას, რომელიც უარყოფითად მოქმედებს მიწის რესურსების საწარმოო სისტემაზე;
4. „გვალვის შედეგების შემცირება” ნიშნავს მოქმედებებს, რომლებიც დაკავშირებულია გვალვის პროგნოზირებასთან და მიმართულია საზოგადოებისა და ბუნებრივი სისტემების იმ მტკივნეული პრობლემების შემცირებისაკენ, რომლებიც იწვევენ გვალვას, რამდენადაც იგი პირდაპირ კავშირშია გაუდაბნოებასთან ბრძოლასთან;
5. „მიწა” ნიშნავს ხმელეთის ბიოპროდუქტიულ სისტემას, რომელიც მოიცავს ნიადაგს, მცენარეულ საფარს, სხვა ბიომასებს და ეკოლოგიურ და ჰიდროლოგიურ პროცესებს, რომლებიც მოქმედებენ ამ სისტემაში;
6. „მიწის დეგრადაცია” ნიშნავს ბიოლოგიური ან ეკონომიკური პროდუქტიულობის მქონე ურწყავი, სარწყავი, სახნავი მიწების, აგრეთვე საძოვრების, ტყეების კომპლექსის შემცირებას ან დაკარგვას, გამოწვეულს მიწათსარგებლობით, პროცესით ან პროცესების ერთობლიობით არიდულ, ნახევრადარიდულ და მშრალ სუბნოტიო რაიონებში, რომლებიც წარმოქმნილია ადამიანის საქმიანობით და განახლების სტრუქტურით, როგორიცაა:
a)ქარის ან წყლის მიერ გამოწვეული ნიადაგის ეროზია;
b)ნიადაგის ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური, ან ეკონომიკური ხარისხის გაუარესება;
c)ბუნებრივი მცენარეული საფარის ხანგრძლივი დაკარგვა.
7. „არიდული, ნახევრად არიდული და მშრალი სუბნოტიო რაიონები” ნიშნავს პოლარული და სუბ-პოლარული რეგიონებისაგან განსხვავებულ რაიონებს, რომლებშიც წლიური ნალექების თანაფარდობა პოტენციურ აორთქლებასთან ცვალებადობას 0.005 – დან 0.65 – მდე;
8. „დაზარალებული რაიონები” ნიშნავს არიდულ, ნახევრად არიდულ და/ან მშრალ სუბნოტიო რეგიონებში დაზარალებულ ან გაუდაბნოების საფრთხის ქვეშ არსებულ რაიონებს;
9. „დაზარალებული ქვეყნები” ნიშნავს ქვეყნებს, რომლის მიწებიც მოიცავს მთლიანად ან ნაწილობრივი დაზარალებულ რაიონებს;
10. „ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაცია” ნიშნავს ორგანიზაციას, რომელიც შექმნილია მოცემულ რეგიონში არსებული სუვერენული სახელმწიფოებით, თუ მის კომპეტენციაში შედიან საკითხები, რომელსაც მართავს ეს კონვენცია და რომელიც სათანადოდ უფლებამოსილია შიდა პროცედურების შესაბამისად, როგორიცაა კონვენციის ხელმოწერა, რატიფიცირება, მიღება, მოწონება ან მიერთება;
11. „განვითარებული ქვეყნები – კონვენციის მხარეები” ნიშნავს განვითარებული ქვეყნების მხარეებს და ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურ ორგანიზაციებს, რომელთა შემადგენლობაში შედიან განვითარებული ქვეყნებ