1.მე-5 მუხლის თანახმად, თავიანთი ვალდებულებების შესრულებისას დაზარალებული განვითარებადი ქვეყნები – კონვენციის მხარეები და სხვა დაზარალებული ქვეყნები – კონვენციის მხარეები თავისი ვალდებულებების რეგიონალურ დონეზე ან სხვაგვარად განხორციელებისას წერილობითი ფორმით ატყობინებენ მუდმივ სამდივნოს თავის განზრახვას – მოამზადონ მოქმედებათა ეროვნული პროგრამა. ისინი შესაბამისად მოამზადებენ, გამოაქვეყნებენ და განახორციელებენ მოქმედებათა ეროვნულ პროგრამებს, რამდენადაც შესაძლებელია გამოიყენებენ და შეადგენენ შესაბამისად არსებულ და წარმატებით განხორციელებად გეგმებს და პროგრამებს და სუბრეგიონული და რეგიონალურ მოქმედებათა პროგრამებს, რომლებიც წარმოადგენენ გაუდაბნოებასთან ბრძოლის და გვალვის შედეგების შემცირების სტრატეგიის ცენტრალურ ელემენტებს. ასეთი პროგრამები განახლებული იქნება მონაწილეობის უწყვეტი პროცესის ჩარჩოებში მიღებული გამოცდილების და, აგრეთვე სამეცნიერო კვლევების საფუძველზე. მოქმედებათა ეროვნული პროგრამების მომზადება მჭიდროდ უკავშირდება მდგრადი განვითარების მიზნით ეროვნული პოლიტიკის ფორმულირების სხვაგვარ მცდელობებს.

2.განვითარებული ქვეყნების – მხარეების მიერ, მე-6 მუხლის თანახმად, დახმარების სხვადასხვა სახეობათა შორის პრიორიტეტი შეთანხმებისამებრ მიეცემა დახმარებას დაზარალებული განვითარებადი ქვეყნების ეროვნული, სუბრეგიონული და რეგიონალური მოქმედებების პროგრამებისადმი, განსაკუთრებით აფრიკაში, უშუალოდ, ან შესაბამისი მრავალმხრივი ორგანიზაციების მეშვეობით, ან ორივე გზით.

3.მხარეები წაახალისებენ გაეროს სისტემის ორგანოებს, ფონდებს და პროგრამებს და სხვა სათანადო სამთავრობო ორგანიზაციებს, აკადემიურ ინსტიტუტებს, სამეცნიერო საზოგადოებებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთაც აქვთ უნარი ითანამშრომლონ მათი მანდატების და შესაძლებლობების თანახმად, რომ დაეხმარონ მოქმედებათა პროგრამის შემუშავებაში და განხორციელებაში და მასთან დაკავშირებული შემდგომი ღონისძიებების გატარებაშ