1. მე-9 მუხლის თანახმად, მოქმედებათა პროგრამებისათვის მხარდამჭერი ზომები მოიცავს:

a)ფინანსურ თანამშრომლობას, რომელიც უზრუნველყოფს წინასწარ შედგენილ მოქმედებათა პროგრამებს, რაც ითვალისწინებს აუცილებელ გრძელვადიან დაგეგმვას;

b)თანამშრომლობის მექანიზმების შემუშავებას და გამოყენებას ადგილობრივ დონეზე უფრო ეფექტური მხარდაჭერისათვის, მათ შორის, მოქმედებას არასამთავრობო ორგანიზაციაში, იმისათვის, რომ სათანადოდ უზრუნველყონ წარმატებული საცდელი პროგრამების გამოცდილების გავრცელება;

c)პროექტის შემუშავებაში, დაფინანსებაში და განხორციელებაში მოქნილობის ამაღლებას ექსპერიმენტული ტიპიური მიდგომის შესაბამისად, რაც ითვალისწინებს ადგილობრივი საზოგადოების დონეზე ქმედებებში მონაწილეთა ჩართვას;

d)ადმინისტრაციულ და ბიუჯეტურ პროცედურებს, რომლებიც ზრდიან თანამშრომლობისა და დახმარების პროგრამების ეფექტურობას.

2.დაზარალებული განვითარებადი ქვეყნებისათვის – კონვენციის მხარეებისათვის ასეთი დახმარების გაწევისას პრიორიტეტი მიეცემათ აფრიკის ქვეყნებს – კონვენციის მხარეებს და ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს – კონვენციის მხარეებ