1.ითვალისწინებენ რა სათანადო შესაძლებლობებს, მხარეები ვალდებულებას იღებენ წაახალისონ ტექნიკური და სამეცნიერო თანამშრომლობა გაუდაბნოებასთან ბრძოლისა და გვალვის შედეგების შემცირების სფეროში სათანადო ეროვნული, სუბრეგიონული, რეგიონალური და საერთაშორისო დაწესებულებების მეშვეობით. ამისათვის ისინი ეხმარებიან კვლევის მიზნით ჩატარებულ ღონისძიებებს, რომლებიც:
a)ხელს უწყობენ გაუდაბნოების და გვალვის პროცესებზე, აგრეთვე მათ მიზეზობრივ ფაქტორებზე ცოდნის დონის ამაღლებას როგორც ბუნებრივ, ასევე ადამიანის საქმიანობით გამოწვეულ გაუდაბნოების პროცესებთან ბრძოლის და გვალვის შედეგების შემცირების მცდელობის მიზნით, რომ მიაღწიონ რესურსების უფრო მაღალ პროდუქტიულობას, აგრეთვე მათ რაციონალურ გამოყენებას და მენეჯმენტს;
b)პასუხს აგებენ ზუსტად განსაზღვრული მიზნებისათვის, პასუხობენ ადგილობრივი მოსახლეობის სპეციფიკურ საჭიროებებს და მიდიან გადაწყვეტილებების განსაზღვრისაკენ და შესრულებისაკენ, რომ გააუმჯობესონ დაზარალებულ რაიონებში ცხოვრების პირობები;
c)იცავენ, აერთიანებენ, აღრმავებენ და ამტკიცებენ ტრადიციულ და ადგილობრივ ცოდნას, ნოუ-ჰაუს და პრაქტიკას, რომელიც სათანადო ეროვნული კანონმდებლობის და/ან პოლიტიკის გათვალისწინებით უზრუნველყოფს იმას, რომ ამ ცოდნის მფლობელნი უშუალოდ მიიღებენ სარგებლობას სამართლიანობის საფუძველზე და ორმხრივი შეთანხმების პირობით, მათი ნებისმიერი კომერციული გამოყენების ან ნებისმიერ ტექნიკური მიღწევის გზით;
d)ავითარებენ და აძლიერებენ ეროვნულ, სუბრეგიონულ და რეგიონალურ კვლევით ბაზას, განსაკუთრებით აფრიკაში, რაც მოიცავს ადგილობრივი ცოდნის დონის ამაღლებას და სათანადო შესაძლებლობების გაძლიერებას, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში. სადაც სუსტადაა განვითარებული კვლევის ბაზა, განსაკუთრებით საყურადღებოა მრავალდარგობრიობა და სოციო-ეკონომიკური კვლევის ჩართვა;
e)სადაც საჭიროა ითვალისწინებენ ურთიერთკავშირს სიღარიბეს, გარემოს ფაქტორებით გამოწვეულ მიგრაციას და გაუდაბნოებას შორის;
f)მხარს უჭერენ ერთობლივი კვლევითი პროგრამების განხორციელებას ეროვნულ, სუბრეგიონულ, რეგიონალურ და საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებს შორის როგორც საზოგადოებრივ, ასევე კერძო სექტორებში უფრო სრულყოფილი, ღირებულებით მისაღები და ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების განვითარების მიზნით, მდგრადი განვითარების მისაღწევად. მოსახლეობის და საზოგადოების ეფექტური მონაწილეობის საშუალებით;
g)მხარს უჭერენ წყლის რესურსების მოცულობის გაზრდას დაზარალებულ რაიონებში, მათ შორის, ღრუბლებზე ქიმიური ზემოქმედების გზით.
2.მოქმედების პროგრამებში უნდა შევიდეს ცალკეული რეგიონების და სუბრეგიონების კვლევის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც ასახავენ ადგილობრივი პირობების თავისებურებას. სამეცნიერო და ტექნიკური საკითხების კომიტეტის რეკომენდაციით მხარეების კონფერენცია პერიოდულად ჩაატარებს კვლევის პრიორიტეტული მიმართულებების განხილვა