1.წინამდებარეთი ფუძნდება მხარეების კონფერენცია.
2.მხარეების კონფერენცია არის კონვენციის უზენაესი ორგანო. იგი თავისი მანდატის ფარგლებში მიიღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც აუცილებელია კონვენციის ეფექტურად განხორციელებისათვის. კერძოდ, იგი:
a)რეგულარულად განიხილავს კონვენციის განხორციელებას და მისი ინსტიტუციონალური შეთანხმებების ფუნქციონირებას ეროვნული, სუბრეგიგნალურ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეებზე მიღებული გამოცდილების და სამედიცინო და ტექნოლოგიური ცოდნის საფუძველზე;
b)წაახალისებს და დაეხმარება ინფორმაციის გაცვლაში მხარეების მიერ მიღებულ ზომებს და განსაზღვრავს ინფორმაციის მიწოდების ფორმას და გრაფიკს, რომელიც დამტკიცებულია 26-ე მუხლით, განიხილავს და რეკომენდაციას გაუწევს მას;
c)შექმნის ისეთ დამხმარე ორგანოებს, რომლებიც აუცილებელია კონვენციის განხორციელებისათვის;
d)განიხილავს ამ დამხმარე ორგანოების მიერ დამტკიცებულ მოხსენებებს და უხელმძღვანელებს მათ;
e)კონსენსუსით შეუთანხმებს და მიიღებს პროცედურის და დაფინანსების წესებს თავისთვის და სხვა დამხმარე ორგანოებისათვის;
f)მიიღებს კონვენციის შესწორებებს 30-ე და 31-ე მუხლების თანახმად;
J)დაამტკიცებს სამოქმედო პროგრამებს და ბიუჯეტს, მათ შორის, დამხმარე ორგანოებსაც, და გაითვალისწინებს მათ დაფინანსებაზე აუცილებელ შეთანხმებებს;
h)საჭიროებისამებრ თანამშრომლობისათვის მიმართავს კომპეტენტურ ორგანოებს და სააგენტოებს, აგრეთვე ეროვნულ, საერთაშორისო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს და გამოიყენებს მათ მიერ შეთავაზებულ სამსახურს და ინფორმაციას;
i)მხარს დაუჭერს და გააძლიერებს კავშირებს სხვა კონვენციებთან უკვე მიღებული ზომების დუბლირების თავიდან აცილების მიზნით;
j)აგრეთვე განახორციელებს სხვა ფუნქციებს, რომლებიც აუცილებელი იქნება კონვენციის მიზნის მისაღწევად.
3.მხარეების კონფერენცია თავის I სესიაზე კონსენსუსით მიიღებს თავისი პროცედურის წესებს, რომელიც მოიცავს გადაწყვეტილებების მიღების პროცედურებს ამ კონვენციით გათვალისწინებულ იმ საკითხებში, რომლებიც ჯერ არ არის გადაწყვეტილების მიღების პროცედურით მოცული. ასეთი პროცედურები შესაძლოა მოიცავდეს იმას, თუ როგორი უმრავლესობაა საჭირო კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად.
4.მხარეთა კონფერენციის პირველი სესია მოწვეული იქნება დროებითი სამდივნოს მიერ კონვენციის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 1 წლისა. თუ მხარეთა კონფერენცია სხვაგვარად არ გადაწყვეტს, მეორე, მესამე და მეოთხე რიგითი სესიები გაიმართება ყოველწლიურად და შემდგომი სესიები ყოველ ორ წელიწადში ერთხელ.
5.მხარეთა კონფერენციის არარიგითი სესიები გაიმართება იმგვარად, როგორც გადაწყვეტს მხარეთა კონფერენცია რიგით სესიებზე ან რომელიმე მხარის წერილობითი განაცხადის საფუძველზე იმ პირობით, რომ ამას მხარს დაუჭერს მხარეთა არანაკლებ 1/3-ისა 3 თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მუდმივი სამდივნო შეატყობინებს ამ მოთხოვნას მხარეებს.
6.ყოველ რიგით სესიაზე მხარეთა კონფერენცია აირჩევს პრეზიდიუმს. პრეზიდიუმის სტრუქტურა და ფუნქციები განსაზღვრული იქნება პროცედურის წესებში. პრეზიდიუმის დანიშვნაში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სამართლიანი გეოგრაფიული განაწილების და დაზარალებული ქვეყნების – კონვენციის მხარეების, განსაკუთრებით აფრიკის ქვეყნების ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფას.
7.გაერო და მისი სპეციალიზებული სააგენტოები და ამ ორგანიზაციების ნებისმიერი წევრი სახელმწიფო ან ნებისმიერი დამკვირებული, რომლებიც არ წარმოადგენენ კონვენციის მხარეს, შეიძლება წარდგენილ იქნენ მხარეთა კონფერენციის სესიებზე, როგორც დამკვირვებლები. ნებისმიერი ორგანო თუ სააგენტო, ეროვნული თუ საერთაშორისო, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც კომპეტენტურია კონვენციით მოცულ სფეროში და რომელმაც შეატყობინა მუდმივ სამდივნოს, რომ სურს მხარეთა კონფერენციაზე დასწრება, როგორც დამკვირვებელს, მიიღებს ამ უფლებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დამსწრე მხარეების სულ ცოტა ერთი მესამედი წავა წინააღმდეგ. დამკვირვებლების მონაწილეობა დარეგულირდება მხარეების კონფერენციის მიერ.
8.მხარეების კონფერენციას შეუძლია თხოვნით მიმართოს ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელთაც აქვთ შესაბამისი გამოცდილება, რომ მიაწოდონ მას ინფორმაცია მე-16 მუხლის (გ) პარაგრაფის, მე-17 მუხლის 1 (ც) პარაგრაფის და მე-18 მუხლის 2 (ბ) პარაგრაფის თანახმა