1.

წინამდებარე კონვენცია ითვალისწინებს მხარეთა კონფერენციის შექმნას. კონფერენციის პირველ სხდომას მოიწვევს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს ერთი წლისა. პირველ სხდომაზე კონფერენცია განსაზღვრავს შემდგომი სხდომების ჩატარების პერიოდულობასა და ადგილს.

2.

მხარეთა კონფერენციის საგანგებო სხდომები შესაძლებელია ჩატარდეს კონფერენციის მიერ დადგენილ ნებისმიერ სხვა დროს, ან ნებისმიერი მხარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, იმ პირობით, რომ სამდივნოს მიერ მხარეთა კონფერენციისათვის ასეთი მოთხოვნის გადაცემიდან ექვსი თვის განმავლობაში მოთხოვნას მხარს დაუჭერს მხარეთა არანაკლებ ერთი მესამედი.

3.

პირველივე სხდომაზე მხარეთა კონფერენცია კონსენსუსის საფუძველზე განსაზღვრავს თავის საპროცედურო წესს.

4.

მხარეთა კონფერენცია კონსენსუსის საფუძველზე მიიღებს ფინანსურ ნორმებს როგორც თავისთვის, ისე მასზე დაქვემდებარებული ორგანოების დაფინანსებისა და სამდივნოს ფუნქციონირების რეგულირების მიზნით. თითოეულ მორიგ სხდომაზე, კონფერენცია მიიღებს ბიუჯეტს იმ ფინანსური პერიოდისათვის, რომელიც გაგრძელდება შემდეგ რიგით სხდომამდე.

5.

მხარეთა კონფერენცია რეგულარულად განიხილავს კონვენციის შესრულების მიმდინარეობის საკითხს და მიიღებს მისი ეფექტური განხორციელებისათვის საჭირო გადაწყვეტილებებს, მას ასევე შეუძლია მიიღოს კონვენციის ოქმები, დანართები და შეიტანოს კონვენციაში შესწორებები 28-ე, 29-ე და 33-ე მუხლების შესაბამისად. ამ მიზნით, ის:

(a)

ხელს შეუწყობს ინფორმაციის გაცვლას მე-20 და 21-ე მუხლების შესაბამისად;

(b)

ხელს შეუწყობს და უხელმძღვანელებს შედარებითი მეთოდოლოგიების შემუშავებასა და პერიოდულ დახვეწას კვლევითი სამუშაოების ჩატარებისა და მონაცემთა შეგროვების მიზნით, ნებისმიერი იმ მონაცემის ჩათვლით, მე-20 მუხლში მითითებული ინფორმაციის გარდა, რომელიც დაკავშირებულია წინამდებარე კონვენციის განხორციელებასთან;

(c)

ხელს შეუწყობს სტრატეგიების, გეგმებისა და პროგრამების, ასევე შესაბამისი პოლიტიკის, კანონებისა და სხვა ზომების შემუშავებას, განხორციელებას და შეფასებას;

(d)

განიხილავს მხარეთა მიერ 21-ე მუხლის შესაბამისად წარმოდგენილ მოხსენებებს და წარმოადგენს რეგულარულ მოხსენებებს კონვენციის განხორციელებასთან დაკავშირებით;

(e)

კონვენციის განხორციელების მიზნით ხელს შეუწყობს ფინანსური რესურსების მობილიზებას 26-ე მუხლის შესაბამისად;

(f)

შექმნის მასზე დაქვემდებარებულ ისეთ ორგანოებს, რომლებიც აუცილებელია კონვენციის მიზნის მისაღწევად;

(g)

გაეროს სისტემის შესაბამისი კომპეტენტური ორგანიზაციებისა და ორგანოებისაგან, ასევე სხვა საერთაშორისო და რეგიონული მთავრობათაშორისი და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უწყებებისგან მოითხოვს შესაბამისი მომსახურების გაწევას, ინფორმაციის მიწოდებას ან თანამშრომლობას კონვენციის განხორციელების პროცესის გაძლიერების მიზნით; და

(h)

განიხილავს სხვა სახის ზომების გატარების შესაძლებლობას კონვენციის მიზნის მისაღწევად, კონვენციის განხორციელების პროცესში შეძენილი გამოცდილების საფუძველზე.

6.

მხარეთა კონფერენცია განსაზღვრავს თავის საქმიანობაში დამკვირვებელთა მონაწილეობის კრიტერიუმებ