1.
ორ ან მეტ მხარეს შორის კონვენციის ინტერპრეტაციასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით რაიმე დავის წარმოშობის შემთხვევაში, მხარეები უზრუნველყოფენ სადავო საკითხის გადაწყვეტას დიპლომატიური არხების საშუალებით, მოლაპარაკების ან სხვა რაიმე მშვიდობიანი გზით, შესაბამისის სამსახურის გაწევის, შუამავლობის ან მორიგების საშუალებათა გამოყენების ჩათვლით. თუ მიუხედავად აღნიშნული საშუალებების გამოყენებისა, მხარეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას, ეს არ ათავისუფლებს მათ დავის გადაწყვეტის შემდგომი საშუალებების მოძიების ვალდებულებისაგან.
2.
წინამდებარე კონვენციის რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების, ოფიციალურად დამოწმების ან მიერთების დროს, ან შემდგომში, ნებისმიერ სხვა დროს, სახელმწიფოს ან ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონულ ორგანიზაციას შეუძლია დეპოზიტარისათვის გაგზავნილი წერილის საფუძველზე განაცხადოს, რომ სადავო საკითხის ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წესით მოუგვარებლობის შემთხვევაში, ის სავალდებულოდ მიიჩნევს საგანგებო საარბიტრაჟო პროცესის დანიშვნას მხარეთა კონფერენციის მიერ კონსენსუსით მიღებული პროცედურის გამოყენებით.
3.
ამ მუხლის დებულებები ვრცელდება მხარეთა შორის დადებულ ნებისმიერ ოქმზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ ოქმებით სხვაგვარად არის გათვალისწინებული.
ნაწილი X. კონვენციის შემდგომი განვითარე