1.
მხარეები ითანამშრომლებენ პირდაპირ ან კომპეტენტური საერთაშორისო ორგანოების საშუალებით კონვენციაში მითითებული ვალდებულებების შესრულებისათვის პოტენციალის გაზრდის მიზნით, კონვენციის მონაწილე განვითარებადი ქვეყნების ან გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების საჭიროებათა გათვალისწინებით. ასეთი თანამშრომლობა, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, უზრუნველყოფს სამეცნიერო, ტექნიკური და იურიდიული ცოდნისა და ტექნოლოგიების გადაცემას თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებულიეროვნული სტრატეგიების, გეგმებისა და პროგრამების შემუშავებისა და გაძლიერების მიზნით, რომლებიც ხელს შეუწყობს:
(a)
თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, ცოდნის, უნარ-ჩვევების, შესაძლებლობებისა და გამოცდილების შეძენას, გაღრმავებას და გადაცემას;
(b)
სამეცნიერო-ტექნიკურ, იურიდიულ და სხვა ექსპერტიზის უზრუნველყოფას თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული ეროვნული სტრატეგიების, გეგმებისა და პროგრამების შემუშავებისა და გაძლიერების მიზნით, რომლებიც ორიენტირებულია წინამდებარე კონვენციის განხორციელებაზე შემდეგი საშუალებებით:
(
i
) დახმარების გაწევა, მოთხოვნისამებრ, ძლიერი საკანონმდებლო ბაზის შექმნისა და ტექნიკური პროგრამების შემუშავების მიზნით, იმ პროგრამების ჩათვლით, რომლებიც შეეხება თამბაქოს მოხმარების აღკვეთას, თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის ხელშეწყობას და თამბაქოს კვამლის ზეგავლენისაგან დაცვას;
(ii) სათანადო დახმარების გაწევა თამბაქოს წარმოების სფეროში დაკავებულ მუშაკთათვის შემოსავლის ეკონომიკურად ეფექტური და ალტერნატიული წყაროების მოძიების მიზნით; და
(iii) დახმარების გაწევა თამბაქოს კულტურის მომყვანთა მიერ თავიანთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე სხვა კულტურების მოყვანის მიზნით.
(c)
სათანადო სასწავლო და შემეცნებითი პროგრამების განხორციელებას შესაბამისი პერსონალისათვის, მე-12 მუხლზე დაყრდნობით.
(d)
საჭირო მასალებისა და აპარატურის მიწოდებას,ასევე ლოგისტიკური დახმარების გაწევას თამბაქოს კონტროლის სტრატეგიების, გეგმებისა და პროგრამებისთვის;
(e)
თამბაქოს კონტროლის მეთოდების განსაზღვრას, ნიკოტინზე დამოკიდებულების სრულფასოვანი მკურნალობის ჩათვლით; და
(f)
ნიკოტინზე დამოკიდებულების სრულფასოვანი მკურნალობის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი კვლევითი სამუშაოების ჩატარების ხელშეწყობა.
2.
მხარეთა კონფერენცია ხელს შეუწყობს ტექნოლოგიურ, სამეცნიერო და იურიდიულ სფეროში ექსპერტიზისა და ტექნოლოგიების გადაცემას 26-ე მუხლით გათვალისწინებული ფინანსური დახმარების შესაბამისად.
ნაწილი VIII. ინსტიტუციონალური ღონისძიებები და ფინანსური რესურსე