1.

თამბაქოს კონტროლის მიზნით, მხარეები განიხილავენ სარჩელის აღძვრის ან არსებული კანონების გამოყენების შესაძლებლობას, სისხლის სამართლებრივი და სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხთა გადაწყვეტის მიზნით, რაც ასევე მოიცავს სათანადო კომპენსაციის დაკისრებასაც.

2.

21-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები თანამშრომლობენ ერთმანეთთან მხარეთა კონფერენციის მეშვეობით, ინფორმაციის გაცვლის მიზნით, რომელიც მოიცავს:

(a)

ინფორმაციას თამბაქოს ნაწარმის მოხმარებითა და თამბაქოს კვამლის ზემოქმედებით ჯანმრთელობაზე მიყენებული ზიანის შესახებ 20.3 (ა) მუხლის შესაბამისად; და

(b)

ინფორმაციას მოქმედი კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების, ასევე შესაბამისი სასამართლო პრაქტიკის შესახებ.

3.

მხარეები, თავიანთი ეროვნული კანონმდებლობის, პოლიტიკის, სასამართლო პრაქტიკის და არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში, გაუწევენ ერთმანეთს დახმარებას სასამართლო პროცესებზე კონვენციით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლებრივი ან სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხთა გადაწყვეტის მიზნით.

4.

კონვენციამ არ უნდა მოახდინოს არანაირი ზემოქმედება ან შეზღუდვაერთი მხარის მიერ მეორე მხარის სასამართლოსთან ურთიერთობის უფლებაზე, იმ შემთხვევაში, თუ ასეთი უფლება არსებობს.

5.

შესაბამის საერთაშორისო ფორუმებზე ჩატარებული სამუშაოების გათვალისწინებით, მხარეთა კონფერენციამ ადრეულ ეტაპზევე შეიძლება განიხილოს პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები და მხარეთათვის დახმარების გაწევის შესაძლებლობა საკანონმდებლო ან ამ მუხლით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე.

თავი VII. სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვ