1.

მხარეები აღიარებენ, რომ რეკლამირების, პოპულარიზაციისა და სპონსორობის ყოვლისმომცველი აკრძალვა მნიშვნელოვნად შეამცირებსთამბაქოს ნაწარმის მოხმარებას.

2.

თითოეული მხარე, თავისი კონსტიტუციისა ან კონსტიტუციური პრინციპების შესაბამისად, კისრულობს ვალდებულებას უზრუნველყოს თამბაქოს რეკლამირების, პოპულარიზაციისა და სპონსორობის ყოვლისმომცველი აკრძალვა. თითოეული მხარის საკანონმდებლო სისტემისა და მის ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებებისგათვალისწინებით, ზემოაღნიშნული მოიცავს ასევე თამბაქოს ტრანსსასაზღვრო რეკლამირებისა და თამბაქოს ნაწარმის სპონსორობის აკრძალვას, რომელიც მომდინარეობს მხარის ტერიტორიიდან. ამასთან დაკავშირებით, კონვენციის ძალაში შესვლიდან ხუთი წლის განმავლობაში, თით
ოეული
მხარე გაატარებს შესაბამის საკანონმდებლო, აღმასრულებელ, ადმინისტრაციულ და/ან სხვა ზომებს და წარმოადგენს მოხსენებებს 21-ე მუხლის შესაბამისად.

3.

ის მხარე, რომელსაც თავისი კონსტიტუცია ან კონსტიტუციური პრინციპები არ აძლევს ყოვლისმომცველი აკრძალვის განხორციელების საშუალებას, თამბაქოს რეკლამირებაზე, პოპულარიზაციასა და სპონსორობაზე დააწესებს შეზღუდვებს. მხარის საკანონმდებლო სისტემისა და მის ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებების გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული მოიცავს ასევე ტრანსსასაზღვრო რეკლამირებისა და თამბაქოს სპონსორობის შეზღუდვას ან ყოვლისმომცველ აკრძალვას, რომელიც მომდინარეობს მხარის ტერიტორიიდან და აქვს ტრანსსასაზღვრო ეფექტი. ამასთან დაკავშირებით, თითოეული მხარე გაატარებს შესაბამის საკანონმდებლო, აღმასრულებელ, ადმინისტრაციულ და/ან სხვა ზომებს და წარმოადგენს მოხსენებებს 21-ე მუხლის შესაბამისად.

4.

სულ მცირე, და თავისი კონსტიტუციისა ან კონსტიტუციური პრინციპების შესაბამისად, თითოეული მხარე:

(a)

აკრძალავს თამბაქოს რეკლამირებისა და სპონსორობის ყველა ფორმას, რომელიც უზრუნველყოფს თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაციას ყალბი, შეცდომაში შემყვანი ან არასწორი წარმოდგენის შემქმნელი ინფორმაციის გავრცელების გზით თამბაქოს ნაწარმის თვისებების, ზემოქმედების ან გამოფრქვეული ნივთიერებების შესახებ;

(b)

მოითხოვს, რათა თამბაქოს რეკლამირების, პოპულარიზაციისა და სპონსორობის პარალელურად განხორციელდეს თამბაქოს ზემოქმედების შესახებ გაფრთხილებებისა და ინფორმაციის გავრცელება;

(c)

შეზღუდავს ისეთი წამახალისებელი სისტემების გამოყენებას, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ხელს უწყობს თამბაქოს ნაწარმის მოსახლეობაში გასაღებას;

(d)

ყოვლისმომცველი აკრძალვის არარსებობის შემთხვევაში, მოითხოვს თამბაქოს მწარმოებელთა მიერ თამბაქოს ნაწარმის რეკლამირებაზე, პოპულარიზაციასა და სპონსორობაზე გაწეული ხარჯების შესახებ შესაბამისი სამთავრობო ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდებას. ეს ორგანოები, ეროვნულ კანონმდებლობაზე დაყრდნობით, მიიღებენ გადაწყვეტილებას აღნიშნული მონაცემების საზოგადოებისა და მხარეთა კონფერენციისათვის გაცნობის შესახებ, 21-ე მუხლის შესაბამისად.

(e)

ხუთი წლის განმავლობაში უზრუნველყოფს დააწესოს ყოვლისმომცველი აკრძალვა, ხოლო იმ მხარის შემთხვევაში, როცა მხარის კონსტიტუცია ან კონსტიტუციური პრინციპები არ იძლევა ყოვლისმომცველი აკრძალვის განხორციელების საშუალებას, შეზღუდოს თამბაქოს ნაწარმის რეკლამირება, პოპულარიზაცია და სპონსორობა ტელევიზიის, რადიოს, ბეჭდვითი ორგანოების და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების, მათ შორის ინტერნეტის გამოყენებით; და

(f)

აკრძალავს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მხარეს თავისი კონსტიტუცია ან კონსტიტუციური პრინციპები არ აძლევს აკრძალვის ზომების განხორციელების საშუალებას, შეზღუდავს თამბაქოს ინდუსტრიის სპონსორობით საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარებას და/ან მათში მონაწილეობას.

5.

მხარეებს უფლება აქვთ გაატარონ ზომები, რომლებიც აღემატება მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს;

6.

მხარეები ითანამშრომლებენ ტრანსსასაზღვრო რეკლამირების აღმოფხვრის მიზნით საჭირო ტექნოლოგიებისა და სხვა საშუალებების განვითარებაში;

7.

მხარეებს, რომლებიც კრძალავენ თამბაქოს რეკლამირების, პოპულარიზაციისა და სპონსორობის გარკვეულ ფორმებს, სრული უფლება აქვთ აკრძალონ თამბაქოს რეკლამირების, სპონსორობისა და პოპულარიზაციის ის საშუალებები, რომლებიც შემოდის საზღვარზე სხვა ტერიტორიებიდან და დააწესონ მათზე ისეთივე ჯარიმები, როგორიც თამბაქოს რეკლამირების, სპონსორობის და პოპულარიზაციის იმ საშუალებებზე, რომლებიც მოქმედებს მათივე ტერიტორიებზე, თავიანთი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. ეს პუნქტი არ ითვალისწინებს ან არ აწესებს რომელიმე კონკრეტულ ჯარიმას.

8.

მხარეები განიხილავენ ოქმის შემუშავების აუცილებლობას, რომლიც განსაზღვრავს საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელების ზომებს თამბაქოს ნაწარმის ტრანსსასაზღვრო რეკლამირების, პოპულარიზაციისა და სპონსორობის ყოვლისმომცველი აკრძალვის მიზნი