თითოეული მხარე ხელს შეუწყობს თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებით საზოგადოებრივი შეგნების ამაღლებას, კომუნიკაციის ყველა არსებული საშუალების გამოყენებით. ამ მიზნით, თითოეული მხარე მიიღებს და განახორციელებს ეფექტურ საკანონმდებლო, აღმასრულებელ, ადმინისტრაციულ ან სხვა სახის ზომებს, რათა:
(a)
უზრუნველყოს ფართო ხელმისაწვდომობა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საშიშროების შესახებ სასწავლო და საზოგადოებრივი შეგნების ამაღლების მიზნით, შედგენილი პროგრამებითსარგებლობა, რომლებიც ასევე შეიცავს გამაფრთხილებელ ინფორმაციას თამბაქოს მოხმარებისა და თამბაქოს კვამლის ზემოქმედების ნარკოტიკული ბუნების შესახებ;
(b)
უზრუნველყოს საზოგადოებრივი შეგნების ამაღლება თამბაქოს მოხმარებასა და თამბაქოს კვამლის მავნე ზეგავლენასთან, ასევე იმ სარგებლობასთან დაკავშირებით, რომელიც მოაქვს თამბაქოს მოხმარების შეწყვეტას და თამბაქოსაგან თავისუფალი ცხოვრების წესს, როგორც ეს მითითებულია მე-14.2 მუხლში;
(c)
ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოს თამბაქოს ინდუსტრიასთან დაკავშირებული ფართო სპექტრის ინფორმაციის საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობა, წინამდებარე კონვენციის მიზნების გათვალისწინებით;
(d)
ხელი შეუწყოს თამბაქოს კონტროლის შესახებ სასწავლო, საინფორმაციო და საზოგადოებრივი შეგნების ამაღლების მიზნით შედგენილი პროგრამების განხორციელებას, რომლებიც განკუთვნილია ჯანდაცვის, საზოგადოებრივ, სოციალურ, საინფორმაციო, საგანმანათლებლო სფეროებში დაკავებული მუშაკებისათვის, გადაწყვეტილების გამოტანაზე უფლებამოსილი პირების, ადმინისტრატორებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის;
(e)
უზრუნველყოს იმ სახელმწიფო და კერძო სამსახურებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმირება და მონაწილეობა თამბაქოს კონტროლის მიზნით შემუშავებული დარგთაშორისი პროგრამებისა და სტრატეგიების განხორციელებაში, რომლებიც არ არიან დაკავშირებულნი თამბაქოს ინდუსტრიასთან; და
(f)
უზრუნველყოს საზოგადოების შეგნების ამაღლება და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა თამბაქოს წარმოებისა და მოხმარების შედეგად ჯანდაცვის, ეკონომიკისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის შესახე