თითოეული მონაწილე სახელმწიფო, იყენებს რა მის განკარგულებაში არსებულ საშუალებებს, თავის ძალისხმევას მიმართავს შემდეგზე:
ა) საზოგადოების მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის აღიარების, პატივისცემისა და მისი როლის ამაღლების უზრუნველყოფა შემდეგი საშუალებებით:
● საგანმანათლებლო, საინფორმაციო და შემეცნებითი პროგრამებით, აგრეთვე საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდების ინფორმირებით;
● დაინტერესებული გაერთიანებებისა და ჯგუფებისათვის კონკრეტული საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროგრამების შეთავაზებით;
● არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გამოყენების მიზნით მართვისა და სამეცნიერო კვლევების სფეროებში სპეციალური ღონისძიებების გატარებით;
● ცოდნის გადაცემის არაფორმალური მეთოდებით;
ბ) საზოგადოების ინფორმირება იმ საფრთხის შესახებ, რომელიც ემუქრება ამგვარ მემკვიდრეობას, ასევე წინამდებარე კონვენციის შესაბამისად განხორციელებული ღონისძიებების შესახებ;
გ) ინფორმაციის მიწოდება ისეთი ბუნებრივი სივრცეებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების შესახებ, რომელთა არსებობა აუცილებელია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენისათვი