1. კომიტეტი, დაცვის შესაბამისი ზომების მიღების მიზნით, ადგენს, აახლებს და აქვეყნებს იმ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიას, რომელიც საჭიროებს სასწრაფო დაცვას და, შესაბამისი მონაწილე სახელმწიფოების თხოვნით, ასეთი მემკვიდრეობა შეაქვს სიაში.
2. კომიტეტი შეიმუშავებს და გენერალურ ასამბლეას დასამტკიცებლად წარუდგენს აღნიშნული სიის შედგენის, განახლებისა და გამოქვეყნების კრიტერიუმებს.
3. განსაკუთრებულად სასწრაფო შემთხვევებში, - რომელთა ობიექტური კრიტერიუმები კომიტეტის წინადადების საფუძელზე მტკიცდება გენერალურ ასამბლეაზე, - დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოებთან კონსულტაციით კომიტეტს შეუძლია შესაბამისი მემკვიდრეობის ელემენტი შეიტანოს პირველ პუნქტში მოხსენიებულ სიაშ