კომიტეტის მიერ მონაწილე სახელმწიფოებისათვის განკუთვნილი დახმარება რეგლამენტირებულია მე-7 მუხლში მოხსენიებული ოპერატიული სახელმძღვანელოთი, ასევე, 24-ე მუხლით გათვალისწინებული შეთანხმებით, და შესაძლოა მიიღოს შემდეგი ფორმები:
ა) დაცვის სხვადასხვა ასპექტებთან დაკავშირებული კვლევები;
ბ) ექსპერტებისა და სტაჟიორების მომსახურებით უზრუნველყოფა;
გ) ნებისმიერი საჭირო პერსონალის მომზადება;
დ) ნორმატიული და სხვა აქტების შემუშავება;
ე) ინფრასტრუქტურის შექმნა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ვ) აღჭურვილობისა და ნოუ-ჰაუს მიწოდება;
ზ) ფინანსური და ტექნიკური დახმარების სხვა ფორმები, განსაზღვრულ შემთხვევებში, დაბალპროცენტიანი სესხების და შემოწირულობების ჩათვლი