1. წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები, ნებაყოფლობითი დამატებითი შენატანების შეუზღუდავად, ვალდებულებას იღებენ არანაკლებ წელიწადში ერთხელ შეიტანონ შენატანები, რომელთა თანხა, დაანგარიშებული ყველა ქვეყნისათვის ერთიანი პროცენტული განაკვეთით, განისაზღვრება გენერალური ასამბლეის მიერ. ამ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს გენერალური ასამბლეა დამსწრე მონაწილე სახელმწიფოთა და კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, რომლებსაც არ გაუკეთებიათ წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განაცხადი. მონაწილე სახელმწიფოს აღნიშნული შენატანი არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს იუნესკოს ჩვეულებრივ ბიუჯეტში მისი შენატანის 1%-ს.
2. თუმცა წინამდებარე კონვენციის 32-ე ან 33-ე მუხლებში ხსენებულ ნებისმიერ სახელმწიფოს, მისი სარატიფიკაციო სიგელის, ან მიღების, დამტკიცების ან მიერთების დოკუმენტის შესანახად ჩაბარების მომენტში შეუძლია განაცხადოს, რომ ის არ იქნება შეზღუდული წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის დებულებებით.
3. წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს, წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განაცხადის გაკეთების შემდეგ, შესაძლებელია გააუქმოს თავისი განაცხადი, რის შესახებაც მან უნდა აუწყოს იუნესკოს გენერალურ დირექტორს. განაცხადის გაუქმება, ამ სახელმწიფოსათვის დაკისრებულ შენატანთან მიმართებაში, ძალაში შედის გენერალური ასამბლეის მომდევნო სხდომის გახსნის თარიღიდან.
4. კომიტეტის მიერ თავისი საქმიანობის ეფექტიანად დაგეგმვის მიზნით, განაცხადის წარმდგენმა მონაწილე სახელმწიფოებმა წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შენატანები რეგულარულად, არანაკლებ ორ წელიწადში ერთხელ, უნდა განახორციელონ. ეს თანხა დაახლოებით უნდა შეადგენდეს იმ შენატანთა თანხას, რომელსაც ეს მონაწილე სახელმწიფოები განახორციელებდნენ იმ შემთხვევაში, თუ ისინი შეზღუდულნი იქნებოდნენ წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის დებულებებით.
5. კომიტეტის წევრად არ შეიძლება არჩეულ იქნეს წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელმწიფო, რომელსაც აქვს მიმდინარე ან გასული კალენდარული წლის სავალდებულო ან ნებაყოფლობითი შენატანების დავალიანება, ეს დებულება არ ვრცელდება თავდაპირველ არჩევნებზე. ასეთ სახელმწიფოებს, რომლებიც უკვე წარმოადგენენ კომიტეტის წევრებს, უფლებამოსილება უწყდებათ წინამდებარე კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი არჩევნების მომენტიდა