1. წინამდებარე კონვენციასთან მიერთება შეუძლია იუნესკოს არაწევრ ყველა სახელმწიფოს, რომლებსაც ორგანიზაციის გენერალური კონფერენცია სთავაზობს ამ კონვენციასთან მიერთებას.
2. წინამდებარე კონვენციასთან მიერთება შეუძლიათ ასევე სრული შიდა თვითმმართველობის მქონე ტერიტორიულ ერთეულებს, რომლებიც ასეთად აღიარებულია გაეროს მიერ, მაგრამ გაეროს გენერალური ასამბლეის 1514 (XV) რეზოლუციის შესაბამისად, არ მიუღწევიათ სრული დამოუკიდებლობისათვის, და მინიჭებული აქვთ კომპეტენცია წინამდებარე კონვენციით რეგულირებად საკითხებში, მათ შორის, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების გაფორმების კომპეტენცია.
3. მიერთების დოკუმენტი შესანახად გადაეცემა იუნესკოს გენერალურ მდივან