1. ყოველ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია წინამდებარე კონვენციის დენონსირება.
2. დენონსაციის ნოტიფიცირება ხდება წერილობითი აქტით, რომელიც შესანახად გადაეცემა იუნესკოს დირექტორს.
3. დენონსაცია ძალაში შედის დენონსაციის აქტის მიღებიდან 12 თვის შემდეგ. კონვენციიდან გასვლის ძალაში შესვლის თარიღამდე დენონსაცია არანაირი სახით არ ცვლის იმ მონაწილე სახელმწიფოს მიერ აღებულ ფინანსურ ვალდებულებებს, რომელმაც განახორციელა დენონსაცი