ყოველ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია წინამდებარე კონვენციის დენონსაცია. დენონსაციის შესახებ შეტყობინებას წერილობითი ფორმით შეიცავს დოკუმენტი, რომელიც შესანახად ბარდება იუნესკოს გენერალურ დირექტორს. დენონსაცია ძალაში შედის დენონსაციის შესახებ დოკუმენტის მიღების თარიღიდან ექვსთვიანი პერიოდის მომდევნო თვის პირველ დღეს. იგი არანაირად არ ეხება შესაბამისი მონაწილე სახელმწიფოს ფინანსურ ვალდებულებებს კონვენციიდან გამოსვლის ძალაში შესვლის თარიღამდ