1. თუ მსოფლიო დოპინგსაწინააღმდეგო სააგენტოს შესწორებები შეაქვს აკრძალულ სიაში ან აკრძალული სუბსტანციების თერაპიული გამოყენების ნებართვების გაცემის სტანდარტებში, მას შეუძლია იუნესკოს გენერალური დირექტორისათვის გაგზავნილ წერილობით შეტყობინებაში აცნობოს ამ ცვლილებების შესახებ. გენერალური დირექტორი ოპერატიულად ატყობინებს ყველა მონაწილე სახელმწიფოს კონვენციის შესაბამისი დებულებების შეთავაზებულ შესწორებათა შესახებ. დანართის შესწორებებს მხარეთა კონფერენცია ამტკიცებს თავის ერთ-ერთ სესიაზე ან წერილობითი კონსულტაციების მეშვეობით.
2. მონაწილე სახელმწიფოებს გენერალური დირექტორის შეტყობინების თარიღიდან 45 დღე აქვთ, რათა უარი განაცხადონ შეთავაზებულ შესწორებებზე ან გენერალური დირექტორისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნით, თუ საქმე ეხება წერილობით კონსულტაციას, ან მხარეთა კონფერენციის სესიაზე. შეთავაზებული შესწორებები მხარეთა კონფერენციის მიერ მიღებულად ითვლება, თუ მონაწილე სახელმწიფოთა მხოლოდ ორი მესამედი არ განაცხადებს უარს.
3. გენერალური მდივანი მონაწილე სახელმწიფოებს ატყობინებს მხარეთა კონფერენციის მიერ მიღებული შესწორებების შესახებ. ეს შესწორებები ძალაში შედის ამ შეტყობინების თარიღიდან 45 დღის შემდეგ, მაგრამ არა მონაწილე სახელმწიფოს მიმართ, რომელმაც ადრე აცნობა გენერალურ მდივანს, რომ არ ეთანხმება ამ შესწორებებს.
4. მონაწილე სახელმწიფოზე, რომელმაც გენერალურ დირექტორს შეატყობინა, რომ არ ეთანხმება წინა პუნქტების შესაბამისად დამტკიცებულ შესწორებას, კვლავაც ვრცელდება დებულებათა მოქმედება მათში შეტანილი შესწორებების გარეშე.
ნაწილი VII. დასკვნითი დებულება