მონაწილე სახელმწიფოთა მიმართ, რომლებსაც აქვთ ფედერალური ან არაუნიტარული კონსტიტუციური სისტემა, მოქმედებს შემდეგი დებულებანი:

ა) წინამდებარე კონვენციის დებულებათა მიმართ, რომელთა შესრულებაზეც ვრცელდება ფედერალური ან ცენტრალური საკანონმდებლო ორგანოს იურისდიქცია, ფედერალურ ან ცენტრალურ მთავრობას აკისრია ისეთივე ვალდებულებანი, როგორიც მონაწილე სახელმწიფოებს, რომლებიც არ არიან ფედერაციული სახელმწიფოები;

ბ) წინამდებარე კონვენციის დებულებათა მიმართ, რომელთა შესრულებაზეც ვრცელდება სახელმწიფოს შემადგენლობაში შემავალი შტატების, ოლქების, პროვინციების ან კანტონების იურისდიქცია, რომლებიც ფედერაციის კონსტიტუციური სისტემის შესაბამისად ვალდებული არ არიან განახორციელონ საკანონმდებლო ღონისძიებანი, ფედერალური მთავრობა ასეთი შტატების, ოლქების, პროვინციების ან კანტონების კომპეტენტურ ორგანოებს აცნობებს აღნიშნულ დებულებათა შესახებ და ურთავს თავის რეკომენდაციას მათი მიღების თაობაზ