1. წინამდებარე კონვენციის სხვა დებულებებში ჩამოთვლილის გარდა მხარეთა კონფერენციის  ფუნქციებს შეადგენს შემდეგი:

ა) წინამდებარე კონვენციის მიზნების მიღწევისათვის ხელშეწყობა;

ბ) მსოფლიო დოპინგსაწინააღმდეგო სააგენტოსთან ურთიერთობის საკითხთა განხილვა და

სააგენტოს ძირითადი წლიური ბიუჯეტის დაფინანსების მექანიზმების შესწავლა.

სახელმწიფოებს, რომლებიც კონვენციის მხარეები არ არიან, შეიძლება შესთავაზონ ამ

განხილვაში მონაწილეობა;

გ) ნებაყოფლობითი ფონდის სახსრების გამოყენების გეგმის დამტკიცება მე-8 მუხლის შესაბამისად;

დ) მონაწილე სახელმწიფოთა მიერ 31-ე მუხლის შესაბამისად წარმოდგენილ მოხსენებათა განხილვა;

ე) წინამდებარე კონვენციის დაცვის მონიტორინგის შედეგების განხილვა მუდმივ საფუძველზე დოპინგსაწინააღმდეგო სისტემების შემუშავების გათვალისწინებით, 31-ე მუხლის შესაბამისად. მონიტორინგის ნებისმიერი მექანიზმი ან 31-ე მუხლით გაუთვალისწინებელი ღონისძიებანი ფინანსდება მე-17 მუხლის შესაბამისად დაფუძნებული ნებაყოფლობითი ფონდის სახსრებიდან;

ვ) წინამდებარე კონვენციის შესწორებათა განხილვა მათი შემდგომი მიღებისათვის;

ზ) მსოფლიო დოპინგსაწინააღმდეგო სააგენტოს მიერ მიღებული აკრძალული ნუსხის და აკრძალული სუბსტანციების გამოყენების ნებართვათა გაცემის სტანდარტების შესწორებათა განხილვა 34-ე მუხლის შესაბამისად მათი დამტკიცებისათვის;

თ) წინამდებარე კონვენციის ფარგლებში მონაწილე სახელმწიფოთა მსოფლიო დოპინგსაწინააღმდეგო სააგენტოს თანამშრომლობის მიმართულებებისა და მექანიზმების განსაზღვრა;

ი) მსოფლიო დოპინგსაწინააღმდეგო სააგენტოში თხოვნის გაგზავნა კოდექსის განხორციელების შესახებ მოხსენების წარდგენის თაობაზე ყოველ სესიაზე მისი განხილვისათვის.

2. თავისი ფუნქციების შესრულებისას მხარეთა კონფერენციას შეუძლია ითანამშრომლოს სხვა სამთავრობათაშორისო ორგანოებთა