1. ყოველ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია იუნესკოს გენერალური დირექტორისათვის გაგზავნილი უშუალო წერილობითი შეტყობინებით წინამდებარე კონვენციაზე შესწორებების შეთავაზება. გენერალური დირექტორი ასეთ შეტყობინებას უგზავნის ყველა მონაწილე სახელმწიფოს. თუ შეტყობინების დაგზავნის თარიღიდან ექვსი თვის განმავლობაში მონაწილე სახელმწიფოთა სულ ცოტა ნახევარი თანხმობას განაცხადებს, გენერალური დირექტორი ამ წინადადებებს მხარეთა კონფერენციის შემდეგ სესიას წარუდგენს.
2. შესწორებებს მხარეთა კონფერენციაზე იღებენ კენჭისყრის დამსწრე და მონაწილე სახელმწიფოთა ხმების ორი მესამედის უმრავლესობით.
3. წინამდებარე კონვენციის შესწორებები მათი მიღების შემდეგ წარედგინებათ მონაწილე სახელმწიფოებს რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთებისათვის.
4. მონაწილე სახელმწიფოების მიმართ, რომლებმაც მოახდინეს წინამდებარე კონვენციის შესწორებათა რატიფიკაცია, მიღება, დამტკიცება ან შეუერთდნენ მათ, ისინი ძალაში შედის მონაწილე სახელმწიფოთა ორი მესამედის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტში ნახსენები დოკუმენტების შესანახად ჩაბარების თარიღიდან სამი თვის შემდეგ. შემდგომში თითოეული მონაწილე სახელმწიფოსათვის, რომელიც ახდენს შესწორების რატიფიკაციას, იღებს, ამტკიცებს ან უერთდება მას, აღნიშნული შესწორება ძალაში შედის ამ მონაწილე სახელმწიფოს მიერ რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ დოკუმენტის შესანახად გადაცემის თარიღიდან სამი თვის გასვლის შემდეგ.
5. სახელმწიფო, რომელიც წინამდებარე კონვენციის მონაწილე ხდება ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შესწორებების ძალაში შესვლის შემდეგ, თუ განსხვავებული აზრი არ გამოითქმება, მიიჩნევა:
ა) შესწორებებითურთ წინამდებარე კონვენციის მონაწილედ;
ბ) შესწორებების გარეშე წინამდებარე კონვენციის მონაწილედ ნებისმიერი მონაწილე სახელმწიფოს მიმართ, რომელზეც არ ვრცელდება შესწორებათა მოქმედებ