1. წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ ოცდამეათე დოკუმენტის შესანახად ჩაბარების თარიღიდან ერთთვიანი პერიოდის მომდევნო თვის პირველ დღეს.

2. ნებისმიერი სახელმწიფოსათვის, რომელიც შემდგომში თანხმობას განაცხადებს იკისროს წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებანი, იგი ძალაში შევა რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ დოკუმენტის შესანახად ჩაბარების თარიღიდან ერთთვიანი პერიოდის მომდევნო თვის პირველ დღე