დაუშვებელია რაიმე პირობის დათქმა, რომელიც შეუთავსებელია წინამდებარე კონვენციის საგანთან და მიზანთან.
დანართი I
მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო
მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსი
აკრძალულ სუბსტანციათა ნუსხა 2005 წლისთვის
საერთაშორისო სტანდარტი
აკრძალულ სუბსტანციათა ნუსხის ოფიციალურ ტექსტს დაამტკიცებს მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო (WADA) და იგი გამოქვეყნდება ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. ინგლისურ და ფრანგულ ტექსტებს შორის განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ინგლისურ ტექსტს.
ნუსხა ძალაში შევა 2005 წლის 1 იანვარს.
ანდროსტენედიოლი (ანდროსტ 5-ენე-3-დიოლი); ანდროსტენედიონი (ანდროსტ-4-ენე-3,17-დიონი); დეჰიდროეპიანდროსტერონი (DHEA); დიჰიდროტესტოსტერონი; ტესტოსტერონი.
ასევე შემდეგი მეტაბოლიკები და იზომერები:
5a-ანდროსტან-3a,17a-დიოლი;5a-ანდროსტან-3b,17a-დიოლი;5a-ანდროსტან-3b,17a-დიოლი;5a-ანდროსტან-3b,17a-დიოლი; 5a-ანდროსტან-3b,17a-დიოლი; 5a-ანდტროსტან-3b,17b-დიოლი; ანდროსტ-4-ენ-3a,17b-დიოლი;ანდროსტ-4-ენ-3a,17a-დიოლი,ანდროსტ-4-ენ-3a,17b-დიოლი; ანდროსტ-4-ენ-3b,17a-დიოლი; ანდროსტ-5-ენ-3a,17a-დიოლი;ანდროსტ-5-ენ-3a,17a-დიოლი; ანდროსტ-5-ენ-3a,17b-დიოლი; ანდროსტ-5-ენ-3b,17a-დიოლი;4-ანდროსტენედიოლი (ანდროსტ-4-ენე-3b,17b-დიოლი); 5-ანდროსტენედიონი (ანდროსტ-5-ენე-3,17-დიონი); ეპიდიჰიდროტესტოსტერონი; 3a-ჰიდროქსი-5a-ანდროსტან-17-ონი; 3b-ჰიდროქსი-5a-ანდროსტან-17-ონი; 19-ნორანდროსტერონი; 19-ნორეტიოქოლანოლონი.
თუ აკრძალული სუბსტანციის გამომუშავება ბუნებრივად ხდება ორგანიზმის მიერ, ივარაუდება, რომ აღებულ სინჯში იქნება აღნიშნული ნივთიერება. მაშინ, როდესაც აკრძალული სუბსტანციების, ან მათი მეტაბოლიკების, ან მარკერების და/ან სხვა რელევანტური ოდენობების რაოდენობა სინჯში სცდება ორგანიზმის შესაძლებლობებს, იგულისხმება, რომ მისი არსებობა სინჯში არ არის ენდოგენური გამომუშავების შედეგი. სინჯი არ ითვლება აკრძალული სუბსტანციის შემცვლელად, თუ სპორტსმენი დაამტკიცებს, რომ აკრძალული სუბსტანციის გამოყოფა გამოწვეული იყო მისი ფსიქოლოგიური ან პათოლოგიური მდგომარეობით. ლაბორატორია, ნებისმიერ შემთხვევაში, წარადგენს ცნობას ტესტირების პოზიტიური შედეგის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი სანდო მეცნიერული მეთოდით დგინდება, რომ აკრძალული სუბსტანცია არ არის ენდოგენური გამომუშავების შედეგი.
თუ ლაბორატორიის დასკვნა არ არის დამაჯერებელი და სინჯში არ არის აღმოჩენილი არც ერთი ზემოთხსენებული კონცენტრაცია, შესაბამისმა ანტიდოპინგურმა ორგანიზაციამ უნდა ჩაატაროს გამოძიება, იმ მიზნით, რომ დაადგინოს არის თუ არა სახეზე აკრძალული სუბსტანციების გამოყენების რაიმე ნიშანი.
თუ ლაბორატორიის დასკვნით, შარდში T/E შემცველობა იქნება მეტი, ვიდრე ოთხი (4) ერთთან (1), შემდგომი გამოძიების ჩატარება სავალდებულოა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ლაბორატორია ანალიზზე დადებით პასუხს იძლევა იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ სინჯში აღმოჩენილი აკრძალული სუბსტანცია არ არის ენდოგენური გამომუშავების შედეგი.
გამოძიების ჩატარების შემთხვევაში მოხდება პირვანდელი და შემდგომი ტესტირების შედეგების გადახედვა. თუ ადრე ტესტირება არ ჩატარებულა, მაშინ სპორტსმენს იგი ჩაუტარდება სულ ცოტა სამჯერ, სამი თვის განმავლობაში, წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
თუ სპორტსმენი რაიმე მიზეზის გამო ვერ მოახერხებს გამოძიებასთან თანამშრომლობას, ავტომატურად ჩაითვლება, რომ მისი ტესტის პასუხი დადებითია.
2. ანაბოლური აგენტები:
ქლენბუტეროლი, ზერანოლი, ზილპატეროლი.
ამ ნაწილში:
*„ეგზოგენური“ გულისხმობს ისეთ სუბსტანციებს, რომლებსაც ორგანიზმი ბუნებრივად არ გამოიმუშავებს.
**„ენდოგენური“ გულისხმობს ისეთ სუბსტანციებს, რომელთა გამომუშავებაც ბუნებრივად შეუძლია ორგანიზმს.
S2. ჰორმონები და მათთან დაკავშირებული სუბსტანციები
აკრძალულია შემდეგი სუბსტანციების, ასევე სხვა მსგავსი ქიმიური შემადგენლობის, ან ბიოლოგიური ეფექტის, ან მისი მიმღები საშუალებების გამოყენება:
1. ერითროპოიეტინი (EPO);
2. ზრდის ჰორმონი (hGH), ინსულინი – როგორც ზრდის ფაქტორი (IGF-1);
მექანო ზრდის ფაქტორები (MGF);
3. გონადოტროპინი (LH, hCG);
4. ინსულინი;
5. კორტიკოტროპინი.
ანალიზის პასუხი დადებითად ჩაითვლება, თუ სინჯში აღმოჩენილი სუბსტანციის, მისი მეტაბოლიკის, ან მარკერის ან/და მსგავსი შემცველობის ოდენობა აღემატება ადამიანის ორგანიზმის მიერ მათი ბუნებრივად გამომუშავების შესაძლებლობას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სპორტსმენი დაამტკიცებს, რომ ეს გამოწვეულია მისი ფსიქოლოგიური ან პათოლოგიური მდგომარეობით.
ანალიზის პასუხი დადებითად ჩაითვლება, თუ სინჯში აღმოჩენილი იქნება ზემოთჩამოთვლილი ჰორმონების მსგავსი ქიმიური შემადგენლობის, ან ბიოლოგიური ეფექტის, დიაგნოსტიკური მარკერის, ან მათი მიმღები საშუალების მქონე სუბსტანცია.
S3. ბეტა-2 აგონისტები
ყველა სახის ბეტა-2 აგონისტის გამოყენება, მათი D - და L- იზომერების ჩათვლით, აკრძალულია. მათი გამოყენება ნებადართულია მხოლოდ თერაპიული ნებართვის საფუძველზე.
გამონაკლისის სახით, ფორმოთეროლის, სალბუთამოლის, სალმეტეროლის და ტერბუტალინის გამოყენება ასთმის და ბრონქული შევიწროების დროს საჭიროებს თერაპიული გამოყენების გამარტივებულ ნებართვას.
თერაპიული გამოყენების ნებართვის არსებობის მიუხედავად, თუ სინჯში სალბუთამოლის (გლუკურონიდთან ერთად, ან მის გარეშე) შემცველობა აღემატება 1000 ng/ml-ს, აღნიშნულ ტესტზე პასუხი ჩაითვლება დადებითად, თუ სპორტსმენი არ დაამტკიცებს, რომ აღნიშნული შედეგი გამოწვეული იყო თერაპიული მიზნით შესუნთქული სალბუთამოლით.
S4. ანტიესტროგენური მოქმედების აგენტები
აკრძალულია შემდეგი სახის ანტიესტროგენური სუბსტანციები:
1. არომატიზირებული ინჰიბიტორები: ანასტროზოლის, ლეტროზოლის, ამინოგლუთეტიმიდის, ექსემესტანის, ფორმესტანის, ტესტოლაქტონის ჩათვლით.
2. არჩევადი ესტროგენური რეცეპტორების მოდულატორები (SERM) რალოქსიფენის, ტამოქსიფენის, ტორემიფენის ჩათვლით.
3. სხვა ანტიესტროგენული სუბსტანციები კლომიფენის, ციკლოფენის, ფულვესტრანსის ჩათვლით.
S5. დიურეზულები და შემნიღბავი თვისების მქონე აგენტები
დიურეზულები და სხვა შემნიღბავი თვისების მქონე აგენტები აკრძალულია.
შემნიღბავი თვისების მქონე აგენტებში შედის:
დიურეზულები*, ეპიტესტოსტერონის, პრობენეციდის, ალფა-რედუქტაზას ინჰიბიტორები (მაგ.: ფინანსტერიდის, დუტასტერიდის), პლაზმის შემცვლელები (მაგ.: ალბუმინის, დექსტრანის, ჰიდროქსეთილის) ჩათვლით.
დიურეზულებში შედიან:
აცეტაზოლამიდი, ამილორიდი, ბუმეტანიდი, კანრენონი, ქლორტალიდონი, ეტაკრინის მჟავა, ფუროსემიდი, ინდაპამიდი, მეტოლაზონი, სპირონოლაქტონი, თიაზიდი (მაგ.: ბენდროფლუმეთიაზიდი, ჰიდროქლორთიაზიდი), ტრიამტერენი და სხვა მსგავსი ქიმიური შემადგენლობის, ან ბიოლოგიური ეფექტის მქონე სუბსტანციები.
*თერაპიული გამოყენების ნებართვა არ არის საკმარისი, თუ სპორტსმენის სინჯი შეიცავს დიურეზულს, ასოცირებულს აკრძალული სუბსტანციის წინა ეტაპთან.
აკრძალული მეთოდები
M1. ჟანგბადის მიწოდების გაზრდა
იკრძალება:
ა) არასამედიცინო მიზნით სისხლის დოპინგი, აუტოლოგიური, ჰომოლოგიური, ან ჰეტეროლოგიური სისხლის, ან ნებისმიერი სახის სისხლის წითელი ნაწილაკების ჩათვლით;
ბ) აზროვნების, ჟანგბადის მიწოდების ხელოვნურად გაზრდა, პრეფლუოროქემიკები, ეფაპროქსირალი (RSR13) და მოდიფიცირებული ჰემოგლობინის პროდუქტები, (მაგ.: ჰემოგლობინზე დაფუძნებული სისხლის სუროგატები, მიკროენკაფსულირებული ჰემოგლობინის პროდუქტები).
M2. ქიმიური და ფიზიკური მანიპულაცია
იკრძალება:
დოპინგ კონტროლისას აღებულ სინჯთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს შედეგის დამალვას, ან მის შეცვლას, ან ასეთი ქმედების მცდელობა.
აღნიშნული ქმედებები გულისხმობს, (თუმცა არ შემოიფარგლება): ინტრავენურ გავლენას*, კათეტარიზაციას და შარდის შეცვლას.
*ინტრავენური გავლენის მოხდენა დასაშვებია მხოლოდ აუცილებელი სამედიცინო ჩარევის შემთხვევაში.
M3. გენური დოპინგი
იკრძალება ისეთი გენების, გენური ელემენტებისა და ნაწილაკების არასამედიცინო მიზნით გამოყენება, რომლებსაც შეუძლიათ სპორტული შედეგების გაუმჯობესება.
შეჯიბრების დროს აკრძალული სუბსტანციები და მეთოდები
S1-S5 და M1-M5 კატეგორიებთან ერთად, საშეჯიბრო პერიოდში, იკრძალება
შემდეგი კატეგორიები:
აკრძალული სუბსტანციები
S6. სტიმულატორები
იკრძალება შემდეგი სტიმულატორები, თუ მათი ორივე ოპტიკური (D- და L -) იზომერი რელევანტურია:
ადრაფილინი, ამფეპრამონი, ამიფენაზოლი, ამფეტამინი, ამფეტამინილი, ბენზფეტამინი, ბრომანტანი, კარფედონი, კათინი*, კოლბენზორექსი, კოკაინი, დიმეთილამფეტამინი, ეფედრინი, ეთილამფეტამინი, ეთილეფრინი, ფამპროფაზონი, ფენკამფამინი, ფენკამინი,ფენეტილინი, ფენფლურამინი, ფენოპროპორექსი, ფურფენორექსი, მეფენორექსი, მეფენტერმინი, მესოკარბი, მეთამფეტამინი, მეთილამფეტამინი, მეთილენ-დიქსიამფეტამინი, მეთილენდიოქსიმეთამფეტამინი, მეთილეფედრინი**, მეთილფენიდატი, მოდაფინილი, ნიკეთამიდი, ნორფენფლურამინი, პარაჰიდროქსიამფეტამინი, პემოლინი, ფენდიმეტრაზინი,ფენმეტრაზინი, ფენტერმინი, პროლინტანი, სელეგილინი, სტრიქნინი და სხვა მსგავსი ქიმიური შემადგენლობის ან ბიოლოგიური ეფექტის*** მქონე სუბსტანციები.
* კათინი აკრძალულია, თუ მისი შემცველობა შარდში აღემატება 5 მიკროგრამს ერთ მილილიტრზე.
** ეფედრინი და მეთილეფედრინი აკრძალულია, თუ მისი შემცველობა შარდში აღემატება 10 მიკროგრამს მილილიტრზე.
*** 2005 წლის მონიტორინგის პროგრამაში შეტანილი სუბსტანციები (ბუპროპიონი, კოფეინი, ფენილეფრინი, ფენილოპროპანოლამინი, პიპრადოლი, ფსევდოეფედრინი, სინეფრინი) არ ითვლებიან აკრძალულ სუბსტანციებად.
შენიშვნა: ადგილობრივ საანესთეზიო აგენტთან ასოცირებული ადრენალინი არ არის აკრძალული.
S7. ნარკოტიკები
აკრძალულია შემდეგი ნარკოტიკები:
ბუპრენოფრინი, დექსტრომორამიდი, დიამორფინი, (ჰეროინი), ფენტანილი და მისი მწარმოებლები, ჰიდრომორფონი, მეთადონი, მორფინი, ოქსიკოდონი, ოქსიმორფონი, პენტაზოცინი, პეთიდინი.
S8. კანაბინოიდები
კანაბინოიდები (მაგ.: ჰაშიში, მარიხუანა) აკრძალულია.
S9. გლუკოკორტიკოსტეროიდები
ყველა სახის გლუკოკორტიკოსტეროიდი აკრძალულია, თუ ხდება მათი შეყვანა საყლაპავი, რექტალური, ინტრავენური, ინტრამუსკულური გზით. მათი გამოყენებისათვის საჭიროა თერაპიული გამოყენების ნებართვა.
შეყვანის სხვა სახეები საჭიროებს გამარტივებულ თერაპიული გამოყენების ნებართვას.
დერმატოლოგიური მომზადება არ არის აკრძალული.
სპორტის კონკრეტულ სახეობაში აკრძალული სუბსტანციები
P1. ალკოჰოლი
ალკოჰოლი (ეთანოლი) აკრძალულია სპორტის შემდეგ სახეობებში, მხოლოდ შეჯიბრების პერიოდში. მისი აღმოჩენა ხდება სუნთქვის ან სისხლის ანალიზის შედეგად. მინიმალური შემცველობა სხვადასხვაა სხვადასხვა ფედერაციებისთვის:
აერონავტიკა (FAI) (0.20 g/l)
მშვილდოსნობა (FIFA) (0.10 g/l)
ავტოსპორტი (FIFA) (0.10 g/l)
ბილიარდი (WCBS) ( 0.20 g/l)
ბოულინგი ( CMSB) ( 0.10 g/l)
კარატე (WKF) ( 0.10g/l)
თანამედროვე პენტატლონი (UIPM) (0.10 g/l)
იმ დისციპლინებში, სადაც გათვალისწინებულია სროლა:
მოტოსპორტი (FIM) (0.10 g/l)
სათხილამურო სპორტი (FIS) (0.10 g/l)
P2. ბეტა ბლოკერები
აერონავტიკა (FAI)
მშვილდოსნობა (FIFA) (ასევე აკრძალულია არასაშეჯიბრო პერიოდში)
ავტოსპორტი (FIA)
ბილიარდი (WCBS)
ბობსლეი (FIBT)
ბოულინგი (CMSB)
ბრიჯი (FMB)
ჭადრაკი (FIDE)
კერლინგი (WCF)
გიმნასტიკა (FIG)
მოტოსპორტი (FIM)
თანამედროვე პენტათლონი (UIPM) იმ დისციპლინებისთვის, რომელშიც გათვალისწინებულია სროლა.
ცხრა-პინ ბოულინგი (FOQ)
ზღვაოსნობა (ISAF) მხოლოდ იმ სახეობებში, სადაც საჭიროა საჭე.
სასტენდო სროლა ( ISSF) (ასევე აკრძალულია არასაშეჯიბრო პერიოდში)
სათხილამურო სპორტი (FIS), ტრამპლინიდან ხტომაში და თავისუფალ სტილში სნოუბორდინგში
ცურვა (FIFA) ყვინთვასა და სინქრონულ ცურვაში
ძალოსნობა (FILA)
ბეტა- ბლოკერებში შედის:
აცებუტოლოლი, ალპრენოლოლი, ატენოლოლი, ბეტაქსოლოლი, ბისოპროლოლი, ბუნოლოლი, კარტეოლოლი, კარვედილოლი, ცელიპროლოლი, ესმოლოლი, ლაბეტალოლი, ლევობულოლოლი, მეტიპრანოლოლი, მეტოპროლოლი, ნადოლოლი, ოქსპრენოლოლი, პინდოლოლი, პროპრანოლოლი, სოტალოლი, თიმოლოლი.
სპეციფიკური სუბსტანციები
სპეციფიკურ სუბსტანციებს მიეკუთვნება:
ეფედრინი, L-მეთილამფეტამინი, მეთილეფედრინი;
კანაბინოიდები;
ყველა შესუნთქული ბეტა-2 აგონისტი, კლენბუტეროლის გარდა;
პრობენეციდი;
ყველა სახის გლუკოკორტიკოსტეროიდი;
ყველა სახის ბეტა ბლოკერი;
ალკოჰოლი.
აკრძალული სია განსაზღვრავს სპეციფიკურ სუბსტანციებს, რომლებიც ადვილად ხელმისაწვდომია მათი სამედიცინო დანიშნულების გამო და რომლებსაც პოტენციალურად შეუძლიათ გააუმჯობესონ სპორტული შედეგი, ასევე ისეთ სუბსტანციებს, რომლებსაც ნაკლებად შეუძლიათ გავლენის მოხდენა სპორტულ შედეგებზე. ასეთი სუბსტანციების გამოყენების შემთხვევაში სპორტსმენს სანქცია შეიძლება დაეკისროს შემცირებული ვადით, თუ სპორტსმენი დაამტკიცებს, რომ სუბსტანციის გამოყენება არ ისახავდა მიზნად სპორტული შედეგების გაუმჯობესებას.
შენიშვნა:
აკრძალული სია განსაზღვრავს, რომ ზოგიერთი სუბსტანციის, ან მეტაბოლიკის (კანაბინოიდსი, კათინი, ეფედრინი, მეთილეფედრინი, ეპიტესტოსტერონი, 19-ნორანდროსტერონი, მორფინი, სალბუთამოლი, ტესტოსტერონი/ეპიტესტოსტერონის შემცველობა) აღმოჩენისას ლაბორატორიამ გამოკვლევის შედეგად უნდა დაასკვნას, კონკრეტულ შემთხვევაში არის თუ არა აღნიშნული სუბსტანციის არსებობა სინჯში ანალიზზე დადებითი პასუხის საფუძველი.
თერაპიულ გამოყენებაზე ნებართვის გაცემის სტანდარტები
1.0. თერაპიულ გამოყენებაზე ნებართვის გაცემის კრიტერიუმები
სპორტსმენს შეიძლება მიეცეს ნებართვა აკრძალულ სიაში შეტანილი სუბსტანციის, ან მეთოდის თერაპიული მიზნით გამოყენებაზე. აკრძალული სუბსტანციის ან მეთოდის გამოყენება კონტროლდება თერაპიული გამოყენების კომიტეტის მიერ. თერაპიული გამოყენების კომიტეტი ინიშნება ანტიდოპინგური ორგანიზაციის მიერ. ნებართვის გაცემა ხდება შემდეგ შემთხვევებში:
4.0 კომენტარი: კოდექსის მიხედვით, მოცემული სტანდარტები ეხება ყველა სპორტსმენს. მუხლი 1 გამოყენებული იქნება ინდივიდუალური გარემოებების შესაბამისად. მაგალითად, ნებართვა, გაცემული რომელიმე სპორტსმენზე, შეიძლება არ გაიცეს სხვაზე.
4.1 თუ სპორტსმენმა თერაპიული გამოყენების ნებართვაზე განცხადება შეიტანა სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებამდე სულ ცოტა 21 დღით ადრე.
4.2 თუ სპორტსმენის ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად გაუარესდება, თუ არ მოხდება აკრძალული სუბსტანციის ან მეთოდის გამოყენება მწვავე ან ქრონიკული დაავადების მკურნალობის მიზნით.
4.3 თუ აკრძალული სუბსტანციის, ან მეთოდის თერაპიული გამოყენება ვერ აუმჯობესებს მის მონაცემებს, იმ მოსალოდნელი გაუმჯობესების გარდა, რომელიც მოცემული სუბსტანციის მიღების თერაპიულ ეფექტთანაა დაკავშირებული. ნებისმიერი აკრძალული სუბსტანციის ან მეთოდის გამოყენება დაქვეითებული ენდოგენური ჰორმონების ასაწევად არ შეიძლება ჩაითვალოს მისაღებ თერაპიულ ჩარევად.
4.4 თუ არ არსებობს აკრძალული სუბსტანციის ან მეთოდის გამოყენების რეალური თერაპიული ალტერნატივა.
4.5 თერაპიული მიზნით აკრძალული სუბსტანციის ან მეთოდის გამოყენების აუცილებლობა არ შეიძლება, მთლიანად ან ნაწილობრივ, იყოს აკრძალულ სიაში მოცემული სუბსტანციის წინა, არათერაპიული ალტერნატივა.
4.6 ნებართვა თერაპიულ გამოყენებაზე, გაცემული ნებისმიერი ანტიდოპინგური ორგანიზაციის მიერ, გაუქმებული იქნება, თუ:
ა) სპორტსმენი არ ექვემდებარება ნებართვის გამცემი ანტიდოპინგური ორგანიზაციის მოთხოვნებსა და წესებს;
ბ) თერაპიულ გამოყენებაზე გაცემული ნებართვას ვადა გაუვიდა;
გ) სპორტსმენს შეატყობინებენ, რომ გაცემული ნებართვა გაუქმებულია მისი გამცემი ანტიდოპინგური ორგანიზაციის მიერ.
[კომენტარი: ყოველ კონკრეტულ ნებართვას თერაპიულ გამოყენებაზე ექნება წინასწარ მკაცრად შეთანხმებული მოქმედების ვადა, დადგენილი შესაბამისი ორგანოს მიერ. WADA-ს თერაპიული გამოყენების კომიტეტმა შეიძლება გასცეს რეკომენდაციები ყოველი კონკრეტული აკრძალული სუბსტანციის, ან მეთოდის შესახებ ასეთი ვადების დადგენაზე.]
4.7 განცხადება თერაპიულ გამოყენებაზე ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით არ შეიძლება განხილულ იქნეს აკრძალული სუბსტანციის ან მეთოდის გამოყენების შემდეგ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:
ა) აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან სასწრაფო მკურნალობა მწვავე მდგომარეობის დროს;
ბ) აკრძალული სუბსტანციის გამომყენებელს არ ჰქონდა საკმარისი დრო, განცხადებით მიემართა თერაპიული გამოყენების კომიტეტისთვის, ან აღნიშნულ კომიტეტს არ ეყო დრო დოპინგ-კონტროლის წინ განცხადების განსახილველად.
[კომენტარი: თერაპიული გამოყენების შესახებ ნებართვის გაცემამდე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიზნით აკრძალული სუბსტანციების ან მეთოდების გამოყენების აუცილებლობა, ან მწვავე მდგომარეობის დროს მკურნალობის აუცილებლობა წარმოიქმნება ძალიან იშვიათად. გარემოებები, რომლებიც მოითხოვს თერაპიული გამოყენების ნებართვის გაცემაზე საკითხის სასწრაფოდ განხილვას, ასევე წარმოიქმნება არც თუ ისე ხშირად. მიუხედავად ამისა, თერაპიული გამოყენების ნებართვის გაცემაზე პასუხისმგებელმა ანტიდოპინგურმა ორგანიზაციებმა უნდა შეიმუშაონ შიდა პროცედურები, რომლებიც განსაზღვრავენ, თუ როგორ იმოქმედონ ამგვარი გარემოებების დროს.]
2.0. ინფორმაციის კონფიდენციალურობა
5.1 განმცხადებელმა უნდა წარადგინოს წერილობითი თანხმობა თერაპიული გამოყენების კომიტეტის წევრებისათვის და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამოუკიდებელი ექსპერტებისათვის ყველა აუცილებელი ინფორმაციის გაცემაზე. თუ საჭირო გახდება დამოუკიდებელი ექსპერტების სხვა მხრიდან მოწვევა, მაშინ საქმის დეტალები განიხილება სპორტსმენის სახელის მოხსენიების გარეშე. გარდა ამისა, კოდექსის დებულებების შესაბამისად, განმცხადებელმა წერილობით უნდა განაცხადოს თანხმობა აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილების სხვა ანტიდოპინგური ორგანიზაციებისათვის მიწოდებაზე.
5.2 თერაპიული გამოყენების კომიტეტის წევრები და ანტიდოპინგური ორგანიზაციის საქმის წამყვანი ადმინისტრაცია ვალდებულნი არიან მკაცრად დაიცვან კონფიდენციალურობის პრინციპი. თერაპიული გამოყენების კომიტეტის ყველა წევრი ხელს აწერს კონფიდენციალურობისა და სამსახურებრივი ეთიკის შეთანხმებას. კერძოდ, აუცილებელია შემდეგი ინფორმაციის კონფიდენციალურად შენახვა:
ა) სპორტსმენისა და მისი ექიმის მიერ წარდგენილი ნებისმიერი სამედიცინო ხასიათის ინფორმაცია;
ბ) განცხადების ნებისმიერი დეტალი, აღნიშნულ პროცესში მონაწილე თერაპევტის ვინაობის ჩათვლით.
6.0. თერაპიული გამოყენების კომიტეტები
თერაპიული გამოყენების კომიტეტების ორგანიზება და მოქმედება უნდა ხორციელდებოდეს შემდეგი პრინციპების შესაბამისად:
6.1 თერაპიული გამოყენების კომიტეტების შემადგენლობაში უნდა შედიოდეს პროფესიული გამოცდილების მქონე, კლინიკური და სამწვრთნელო მედიცინის სფეროს კარგი მცოდნე, სულ ცოტა სამი თერაპევტი. გადაწყვეტილების დამოუკიდებლობისა და სამართლიანობისათვის აუცილებელია, რომ კომიტეტის წევრთა უმრავლესობას არ ჰქონდეს არანაირი პასუხისმგებლობა ანტიდოპინგურ ორგანიზაციაში. სპორტსმენების მიერ შრომისუნარიანობის დაკარგვის შემთხვევების განხილვის დროს, თერაპევტებიდან ერთ-ერთს უნდა ჰქონდეს სპორტსმენების მიერ შრომისუნარიანობის მსგავსი დარღვევის მკურნალობის გამოცდილება.
6.2 თერაპევტული გამოყენების კომიტეტებს შეუძლიათ თერაპიული გამოყენებისათვის თითოეული მოთხოვნის განხილვისას მოითხოვონ ნებისმიერი სახის სამედიცინო ან სამეცნიერო გამოკვლევის ჩატარება.
6.3 WADA-ს თერაპიული გამოყენების კომიტეტი უნდა დაკომპლექტდეს 6.1 მუხლში მოცემული კრიტერიუმებით. WADA-ს თერაპიული გამოყენების კომიტეტის მიზანია საკუთარი ინიციატივით გადაამოწმოს სხვადასხვა ანტიდოპინგური ორგანიზაციების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები თერაპიული მიზნით გამოყენებისათვის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით. როგორც აღნიშნულია 4.4 მუხლში, WADA-ს თერაპიული გამოყენების კომიტეტს, სპორტსმენის განცხადებით, უფლება აქვს გადახედოს სხვა ანტიდოპინგური ორგანიზაციის უარს თერაპიული მიზნით აკრძალული სუბსტანციის ან მეთოდის გამოყენებასთან დაკავშირებით და საჭიროების შემთხვევაში თავიდან განიხილოს იგი.
7.0 თერაპიულ გამოყენებაზე განცხადების შეტანის პროცედურა
თერაპიულ გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესაძლებლობის განხილვა მოხდება მხოლოდ შევსებული მოთხოვნის ფორმის მიღების შემდეგ. მოთხოვნის განხილვა უნდა მოხდეს კონფიდენციალურობის პრინციპის მკაცრი დაცვით. მოთხოვნას უნდა ახლდეს ყველა აუცილებელი ქვემოთ მითითებული დოკუმენტი.
7.1 თერაპიული გამოყენების შესახებ მოთხოვნის განხილვა უნდა ხდებოდეს მხოლოდ შევსებული განცხადების საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს ყველა საჭირო დოკუმენტს. განხილვის პროცესი უნდა მიმდინარეობდეს კონფიდენციალურობის მკაცრი დაცვით.
7.2 ანტიდოპინგურ ორგანიზაციებს უფლება აქვთ მოითხოვონ დამატებითი ინფორმაცია ან წამოაყენონ სხვა მოთხოვნები, თუმცა ბლანკიდან რომელიმე მოთხოვნის ამოღების უფლება მათ არ აქვთ.
7.3 ბლანკები თერაპიული გამოყენების შესახებ შეიძლება ითარგმნოს სხვადასხვა ენაზე, მაგრამ ინგლისური და ფრანგული უნდა დარჩეს ბლანკზე.
7.4 სპორტსმენს, თერაპიული გამოყენებისთვის ნებართვის ასაღებად, უფლება აქვს განცხადებით მიმართოს მხოლოდ ერთ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას. მოთხოვნაში აღნიშნული უნდა იყოს სპორტის სახეობა, დისციპლინა (თუ ასეთი არსებობს), ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სპორტსმენის განსაკუთრებული მდგომარეობა და როლი.
7.5 მოთხოვნა უნდა შეიცავდეს ყველა წინამორბედი მოთხოვნების სიას, მათ განმხილველ ორგანოებს და ამ ორგანოების გადაწყვეტილებებს.
7.6 მოთხოვნა უნდა შეიცავდეს სპორტსმენის სამედიცინო ისტორიას და მოცემულ საკითხთან დაკავშირებული ყველა გამოკვლევისა და ანალიზის შედეგს.
7.7 ანტიდოპინგური ორგანიზაციის მოთხოვნით, ნებისმიერი დამატებითი გამოკვლევა და ანალიზი ტარდება მომთხოვნი მხარის, ან მისი ეროვნული სპორტული ორგანიზაციის ხარჯზე.
7.8 მოთხოვნა უნდა შეიცავდეს კვალიფიცირებული თერაპევტის მიერ გაცემულ დასკვნას, რომელიც ადასტურებს სპორტსმენის მკურნალობისათვის აკრძალული სუბსტანციებისა და მეთოდების გამოყენების აუცილებლობას. აქვე მითითებული უნდა იყოს, თუ რატომ არ შეიძლება სხვა ალტერნატიული საშუალების გამოყენება სპორტსმენის მკურნალობისთვის.
7.9 მოთხოვნაში განსაზღვრული უნდა იყოს გამოსაყენებელი აკრძალული სუბსტანციის ან მეთოდის დოზა, სიხშირე, და ხანგრძლივობა.
7.10 თერაპიული გამოყენების კომიტეტი გადაწყვეტილებას იღებს ყველა საჭირო ინფორმაციის მიღებიდან 30 დღეში. გადაწყვეტილება სპორტსმენს მიეწოდება წერილობითი ფორმით, შესაბამისი ანტიდოპინგური ორგანიზაციის მიერ. სპორტსმენს და WADA-ს დაუყოვნებლივ მიეწოდებათ ინფორმაცია თერაპიული გამოყენებისათვის ნებართვის ხანგრძლივობასთან და სხვა პირობებთან დაკავშირებით.
7.11 სპორტსმენის მიერ თერაპიული გამოყენების კომიტეტის გადაწყვეტილების WADA-ში გასაჩივრების შემთხვევაში WADA-ს თერაპიული გამოყენების კომიტეტი, 4.4 მუხლის მიხედვით, გადახედავს ანტიდოპინგური ორგანიზაციის გადაწყვეტილებას. სპორტსმენმა WADA-ს უნდა მიაწოდოს ნებართვისათვის საჭირო ის ინფორმაცია, რაც აუცილებელი იყო გადაწყვეტილების მიმღები ანტიდოპინგური ორგანიზაციისთვის. ანტიდოპინგური ორგანიზაციის გადაწყვეტილება ძალაში რჩება WADA-ს თერაპიული კომიტეტის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებამდე, რომელიც ზემოთ ხსენებულმა კომიტეტმა უნდა მიიღოს სპორტსმენის მიერ ყველა საჭირო ინფორმაციის წარმოდგენიდან 30 დღეში.
ბ. WADA-მ საქმე შეიძლება განიხილოს ნებისმიერ დროს. WADA-ს თერაპიულმა კომიტეტმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს 30 დღეში.
7.12 თუ ანტიდოპინგური ორგანიზაციის მიერ გაცემული ნებართვა გაუქმდება ჭ-ს მიერ, აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ექნება უკუძალა და მის შეცვლამდე, სპორტსმენის მიერ ნაჩვენები შედეგები არ გაუქმდება. სადისკვალიფიკაციო ვადის ათვლა დაიწყება არაუგვიანეს 14 დღისა, სპორტსმენისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის დღიდან.
8.0 თერაპიული გამოყენებისათვის ნებართვის გაცემის შემოკლებული პროცედურა
8.1 დადასტურებულია, რომ აკრძალულ სიაში შეტანილი ზოგი სუბსტანცია სპორტსმენთა ცხოვრებაში საკმაოდ ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა სამედიცინო სიტუაციებისას. ასეთ შემთხვევებში ნებართვის მისაღებად მე-4 და მე-7 ნაწილებში მითითებული პროცედურა არ არის აუცილებელი. აღნიშნული შემთხვევებისთვის მიღებულია ნებართვის გაცემის გამარტივებული პროცედურა.
8.2. იმ აკრძალული სუბსტანციებისა და მეთოდების სია, რომელთა გამოყენებაზეც ნებართვა გაიცემა გამარტივებული წესით, მკაცრად არის შეზღუდული:
ბეტა-2 აგონისტები (ფორმოთეროლი, სალბუთამოლი, სალმეთეროლი და თერბუთალინი) ინჰალაციით და გლუკოკორტიკოსტეროიდი არასისტემური გზებით.
8.3. ერთ-ერთი ზემოთ აღნიშნული სუბსტანციის მიღებისთვის ნებართვის ასაღებად სპორტსმენმა უნდა წარმოადგინოს სამედიცინო ცნობა, რომელიც ადასტურებს აღნიშნული სუბსტანციის გამოყენების აუცილებლობას, ცნობაში აღნიშნული უნდა იყოს დიაგნოზი, სუბსტანციის დასახელება, მისი დოზა და გამოყენების ხანგრძლივობა. დიაგნოზის დასმისთვის ჩატარებული ნებისმიერი ტესტირების შესახებ ინფორმირება (მათი შედეგებისა და სხვა დეტალების გარდა) აუცილებელია.
8.4. შემოკლებული პროცედურა შეიცავს:
ა) აკრძალული ნივთიერებებისა და მეთოდების გამოყენებაზე გამარტივებული წესით ნებართვა გაიცემა მხოლოდ ანტიდოპინგური ორგანიზაციისთვის სრულყოფილი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე. არასრულყოფილი შეტყობინება უბრუნდება განმცხადებელს;
ბ) ანტიდოპინგური ორგანიზაცია განცხადების შემოსვლის შემდეგ კონსულტაციას უწევს სპორტსმენს. სპორტსმენის საერთაშორისო ფედერაცია, ეროვნული ფედერაცია და ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია ასევე უნდა იქნენ ინფორმირებული განცხადების შემოტანასთან დაკავშირებით. განცხადების შემოტანასთან დაკავშირებით აუცილებელია WADA-ს ინფორმირება;
გ) განცხადება არ მიიღება აკრძალული სუბსტანციის ან მეთოდის გამოყენების შემდეგ, გარდა იმ შემთხვევებისა:
– უკიდურესი აუცილებლობისას ან მწვავე სამედიცინო სიტუაციისას, ან
– განსაკუთრებული გარემოებების გამო არ იყო საკმარისი დრო განცხადების შესატანად.
8.5. ა) თერაპიული გამოყენების კომიტეტმა ან WADA-ს ანალოგიურმა კომიტეტმა საკითხის გადახედვა შეიძლება გამართოს ნებისმიერ დროს, მაგრამ მანამ, სანამ ძალაშია გამარტივებული წესით გაცემული ნებართვა;
ბ) თუ სპორტსმენი გაასაჩივრებს უარს გამარტივებული წესით ნებართვის გაცემაზე, WADA-ს თერაპიული გამოყენების კომიტეტს აქვს უფლება მოითხოვოს სპორტსმენისაგან, მისივე ხარჯზე, ყველა საჭირო სამედიცინო ხასიათის ინფორმაცია.
8.6 გამარტივებული წესით გაცემული ნებართვა შეიძლება ნებისმიერ დროს გაუქმებულ იქნეს თერაპიული გამოყენების კომიტეტის ან WADA-ს ანალოგიური კომიტეტის მიერ. ნებართვის გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შესაბამის ანტიდოპინგურ ორგანიზაციებს და სპორტსმენის საერთაშორისო ფედერაციას.
8.7. ნებართვა გაუქმებულად ითვლება დაუყოვნებლივ, სპორტსმენისათვის შესაბამისი წესით შეტყობინების შემდეგ, თუმცა მე-7 ნაწილის მიხედვით, სპორტსმენს აქვს გასაჩივრების უფლება.
9.0. ინფორმაციული ანალიზის ცენტრი
9.1 ანტიდოპინგური ორგანიზაციები ვალდებულნი არიან მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს მიაწოდონ თერაპიული გამოყენების ყველა ნებართვა (TUEs) და მე-7 ნაწილის შესაბამისად გაცემული ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია.
9.2 თერაპიული გამოყენების ნებართვების გამარტივებული წესით გაცემის მიზნით, ანტიდოპინგური ორგანიზაციები WADA-ს მიაწვდიან საერთაშორისო დონის სპორტსმენების მიერ მე-8.4 ნაწილის შესაბამისად წარმოდგენილ სამედიცინო განაცხადებს.
9.3 ინფორმაციული ანალიზის ცენტრი უზრუნველყოფს ყველა სახის სამედიცინო ინფორმაციის მკაცრ კონფიდენციალურობას.
დანართი I – აკრძალული სუბსტანციების ნუსხა – საერთაშორისო სტანდარტი
დანართი II – თერაპიული გამოყენების ნებართვის გაცემის სტანდარტები
დამატება 1 – მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსი
დამატება 2 – ლაბორატორიების საერთაშორისო სტანდარტი
დამატება 3 – ტესტირების საერთაშორისო სტანდარტ