1. ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც შესანახად აბარებს თავის დოკუმენტს რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ, შეუძლია მიუთითოს ტერიტორია ან ტერიტორიები, რომელთა საერთაშორისო ურთიერთობისთვისაც მას აკისრია პასუხისმგებლობა და რომლებზეც ვრცელდება წინამდებარე კონვენციის მოქმედება.
2. ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია უფრო გვიან ეტაპზე იუნესკოსათვის გაგზავნილი განცხადებით წინამდებარე კონვენციის მოქმედება გაავრცელოს ამ განცხადებაში მითითებულ ტერიტორიაზე. ასეთი ტერიტორიის მიმართ კონვენცია ძალაში შედის დეპოზიტარის მიერ ასეთი განცხადების მიღების თარიღიდან ერთთვიანი პერიოდის მომდევნო თვის პირველ დღეს.
3. ორი წინა პუნქტის შესაბამისად გაკეთებული ნებისმიერი განცხადება შეიძლება უკან გაითხოვონ ასეთ განცხადებაში აღნიშნული ნებისმიერი ტერიტორიის მიმართ, იუნესკოსათვის შეტყობინების გაგზავნის გზით. ასეთი გაწვევა ძალაში შედის დეპოზიტარის მიერ ასეთი შეტყობინების მიღების თარიღიდან ერთთვიანი პერიოდის მომდევნო თვის პირველ დღე