1. მონაწილეები თანხმდებიან, გაცვალონ ინფორმაცია და გაუზიარონ გამოცდილება, რომელიც ეხება კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების შესახებ მონაცემების შეკრებას და სტატისტიკას, და ასევე კულტურული თვითგამოხატვის დაცვისა და ხელშეწყობის საუკეთესო პრაქტიკას.
2. იუნესკო, სამდივნოს ფარგლებში არსებული მექანიზმების დახმარებით, ხელს შეუწყობს ყველა საჭირო ინფორმაციის, სტატისტიკის და საუკეთესო პრაქტიკის შეკრებას, ანალიზსა და გავრცელებას.
3. იუნესკო ასევე შექმნის და განაახლებს კულტურული თვითგამოხატვის სფეროსთან დაკავშირებულ სხვადასხვა სექტორს, სამთავრობო, კერძო და არაკომერციული ორგანიზაციების შესახებ მონაცემთა ბანკს.
4. მონაცემთა შეგროვების ხელშეწყობის მიზნით იუნესკო განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს შესაძლებლობათა შექმნას და გამოცდილების განმტკიცებას იმ მონაწილეებისთვის, რომლებიც მას ამგვარი დახმარების თხოვნით მიმართავენ.
5. წინამდებარე მუხლი განსაზღვრული ინფორმაციის შეგროვება ავსებს მე-9 მუხლში განმარტებულ ინფორმაციას.
V. კავშირი სხვა სამართლებრივ დოკუმენტებთ