1. ჩამოყალიბებულია კულტურული მრავალფეროვნების საერთაშორისო ფონდი (შემდგომში ,,ფონდი”).
2. ფონდი შედგება მიზნობრივი ფონდებისგან და ჩამოყალიბებულია იუნესკოს ფინანსური წესების მიხედვით.
3. ფონდის რესურსები შედგება:
(ა) მონაწილეთა მიერ გაღებული ნებაყოფლობითი შენატანებისაგან;
(ბ) ამ მიზნით იუნესკოს გენერალური კონფერენციის მიერ ასიგნებული ფონდებისაგან;
(გ) სხვა სახელმწიფოებისგან, გაეროს სისტემის ორგანიზაციებისა და პროგრამისგან, სხვა რეგიონული თუ საერთაშორისო ორგანიზაციებისგან და სახელმწიფო თუ კერძო უწყებებისა და ინდივიდებისგან მიღებული შენატანებისა და საჩუქრებისგან ან ანდერძით გადაცემული ქონებისაგან;
(დ) ამ ფონდის სახსრებზე დარიცხული ნებისმიერი პროცენტისაგან;
(ე) ფონდის სასარგებლოდ ორგანიზებული ღონისძიებებიდან შეკრებილი და შემოსული თანხებისაგან;
(ვ) ფონდის შესახებ დებულებით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა რესურსებისაგან.
4. ფონდის რესურსების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამთავრობათაშორისო კომიტეტი იმ სახელმძღვანელო პრინციპების საფუძველზე, რომლებსაც დაადგენს 22-ე მუხლში მოხსენიებული მონაწილეთა კონფერენცია.
5. სამთავრობოთაშორისო კომიტეტს შეუძლია მიიღოს შემოწირულობა და დახმარების სხვა ფორმები სპეციფიკურ პროექტებთან დაკავშირებული ზოგადი და კონკრეტული მიზნებისთვის, თუკი ეს პროექტები დამტკიცებულია.
6. ფონდში შენატანები არ უნდა იყოს დაკავშირებული რაიმე პოლიტიკურ, ეკონომიკურ ან სხვა პირობებთან, რომლებიც ეწინააღმდეგება წინამდებარე კონვენციის მიზნებს.
7. მხარეები ესწრაფვიან, რომ რეგულარულად ხორციელდებოდეს ნებაყოფლობითი შენატანები წინამდებარე კონვენციის მიზნებისთვი